,,სატელიტ ენჯეოშნიკებზე პასუხს არ ვაპირებ“ - სესიაშვილი პროკურატურაში მისვლას არ აპირებს
პოლიტიკა - 17:50, 05 Jul, 2016     1954
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე პროკურატურაში მისვლას არ აპირებს. საქმე ეხება "სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის" ხელმძღვანელის განცხადებას, რომელმაც ირაკლი სესიაშვილის მიერ შაბათის კურიერში აჰმედ ჩატაევის შესახებ გაკეთებული განცხადების გამო საგამოძიებო უწყებას გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართა.

როგორც "ნიუპოსტს" სესიაშვილმა განუცხადა, "სატელიტმა ენჯეოშნიკებმა სარჩელის შეტანამდე მის განცხადებებს კარგად უნდა მოუსმინონ".

"როდესაც მე ეს განცხადება გავაკეთე, იქვე ხაზი გაუსვი იმ გარემოებას, რომ ჩატაევი არის ტერორისტი და მისი გაშიფვრა არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს. თავის დროზე ბინ ლადენიც თანამშრომლობდა აშშ-სთან და შემდეგ ტერორისტად გარდაიქმნა და ამაზე ღიად ისაუბრა შეერთებულმა შტატებმა. ტერორისტებს უნდა ვებრძოლოთ და აგენტობის გამო არ უნდა დავიცვათ ისინი. ამიტომ, სანამ ვინმე შეეცდება, ვითომ სახელმწიფო ინტერესების შემცველი ინფორმაციის დაცულობისკენ მომიწოდოს, სჯობს კანონმდებლობაში და სიტუაციაში გაერკვეს"- აღნიშნა სესიაშვილმა.

მისი თქმით, "სააკაშვილის პოლიტიკური გუნდის მოტივი, რომ ათათურქის აეროპორტში განხორციელებული ტერაქტი რამენაირად დაეკავშირებინათ საქართველოს ხელისუფლებისთვის, ბუმერანგივით მოუბრუნდათ მათ.

"ისინი ამ სიმართლის გამო არიან გამწარებულნი და მათი სატელიტი, ზონდერ ენჯეოშნიკები მიჩივიან, ყოველგვარი საფუძველის გარეშე"- თქვა უმრავლესობის წევრმა.

სესიაშვილის განცხადებით სწორედ ამ მიზეზით ის პროკურატურაში მისვლას არ აპირებს.

"დიდ პატივს ვცემ პროკურატურას, თუმცა ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური ინტერესების მატარებელ განცხადებაზე არ ვაპირებ დამატებითი განცხადების გაკეთებას, მივალ მხოლოდ მაშინ თუ ამას სასამართლო გადაწყვეტს, რომ გამომკითხოს"- დასძინა ირაკლი სესიაშვილმა.

სკანდალური განცხადება დეპუტატმა კურიერის პირდაპირ ეთერში გააკეთა.

„ახმედ ჩატაევი წინა ხელისუფლების უშიშროების აგენტი იყო და ის სააკაშვილისგან გიორგი ლორთქიფანიძის მეშვეობით იღებდა დავალებებს. მას ჰქონდა საქართველოს მოქალაქის ოპერატიული პასპორტი და ჩვენი უშიშროების დავალებებით სხვადასხვა ქვეყნებში მოქმედებდა,“ - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42