"ხელნაწერი ამტკიცებს მკვლელობის დაგეგმვას" - რატომ არ ჩაატარეს ექსპერტიზა პაპიძეებმა?
სოც.მედია - 17:53, 05 Jul, 2016     58002
ჟურნალისტი ნინო ჭელიძე ქმრისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძის საქმეს ფეისბუკზე ეხმიანება და იმ დეტალებზე წერს, რომელიც ამ საქმესთან დაკავშირებით მისი ჟურნალისტური მუშაობის დროს გახდა ცნობილი:

"პაპიძის საქმეზე, რაც ჩემ ინტერვიუებიდან მახსოვს:

1. პაპიძეები აპირებდნენ ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარებას ხელნაწერზე, ამაზე ლანა საუბრობდა აქტიურად, მას შემდეგ რაც პროკურატურამ მტკიცებულებები გამოაქვეყნა. ჯერ კიდევ არსებითი განხილვის დაწყებამდე ვკითხე პაპიძეებს,( ისევ ამბობდნენ რომ ხელნაწერი მაგდას არ ეკუთვნოდა), თუ ჩაატარეს ალტერნატიული ექსპერტიზა, რაზეც უარყოფითი პასუხი მივიღე. (როგორ შემდეგ წერდნენ 50 ლარი ჯდებოდა), როგორც იცით, ეგ ხელნაწერი ამტკიცებს მკვლელობის დაგეგმვას. რატომ არ ჩაატარეს ექსპერტიზა პაპიძეებმა?

2. ინტერვიუს დროს ლია შამუგიამ მითხრა , რომ ნაპოვნია ზომით დიდი ტანსაცმელი, რომელიც თორნიკეს ბავშვის ზომის არ იყო და სხვა, 10-12 წლის ბავშვს თუ ჩაეტეოდა. საუბარი იყო იმ ეჭვზე, რომ ვიღაცამ ეს ტანსაცმელი ურნაში სპეციალურად ჩაყარა. მოგვიანებით მაგდამ განაცხადა რომ დიდი ინვესტიცია ჩადო ბავშვი და მას წინასწარ წიგნები და ტანსაცმელიც კი უყიდა

3. დაანონსებული "ბომბა" იმის შესხებ, რომ მაგდას მანქანა აედევნა ურნამდე- ლანა ამბობდა, რომ იყო ვერცხლისფერი მერსედესი, რომელიც ვიდეოდან ამოჭრილ ფოტოებზე ჩანდა, რომ ვკითხე თუ დაადგინეს ვის ეკუთვნოდა მანქანა ან რა ნომერი იყო, მიპასუხა რომ არ იცის

4. ლია შამუგია მიყვებოდა, როგორც კი ჩასვეს მანქანაში მაგდა თავი არტყმევინეს, ისე რომ ლამის გათიშეს, ასეთი დარტყმისას რაღაც კვალი აუცილებლად დარჩებოდა, თუ მართლა აყვანის დროს მანქანაშივე სცემეს მაგდა, რატომ არ მიცევა ამ საქმეს ბოლომდე მსვლელობა, აქვე დაუმატა რომ ეჭვი გაუჩნდათ ვიღაცამ სპეციალურად მიაწოდა მაგდაზე ინფორმაცია პოლიციას

5. ტელე შოუებში ლანა ამბობდა რომ ორსულობის მესამე თვეს ასრულებდა მაგდა, რაც პროცესის დაწყებამდე დედამისმა უცნაურად უარყო- ლანას რიცხვები და თარიღები ეშლება, დაახლოებით 1 თვის ორსული იყოვო

6. ადვოკატი ამბობდა, რომ ოთახში მხოლოდ 1-2 სისხლის წვეთი იყო, რომელიც შეიტანა მაგდამ , როცა მანქანის გასაღები აიღო, რომ საავადმყოფოში გადაეყვანა ბავშვი და ომარი

7. ლანას მტკიცება, რომ მაგდამ ბავშვი საავადმყოფოში მიიყვანა, იქ უთხრეს რომ უკვე გვამია და უკან წამოიყვანა, არაფრით არ დასტურდება

8. ადვოკატების თქმით გათრევის კვალი არ იწყებოდა სახლიდან იწყება სადარბაზოდან, ხოლო რაც ჩანდა ის არა გარეთ გათრევის, არამედ შიგნით შემოთრევის კვალი იყო, როცა მაგდა ცდილობდა ქმარი გადაერჩინა

9. მაგდა ამბობდა რომ ბეჭებით გაათრია ომარი რათა ეშველა, იმავე დღეს პროცესამდე ლანა ჰყვებოდა, რომ მაგდამ თქვა, ომარის დახმარება მინდოდა, მაგრამ ისეთი მძიმე იყო თავიც ვერ ავაწევინეო

10. ადვიკატი ამბობდა, რომ მომხდარის ღამეს, დათვალიერების ოქმის მიხედვით უროზე სისხლის კვალი არ ჩანდა

11. არსებითი განხილვის დაწყებამდე ლიანა შამუგია ამბობდა, რომ მახოს მიმართ მისი ბრალდებები იყო ემოციური და ცოტა გადაჭარბებული, მაგრამ ასევე ყვებოდა მის თურქეთში საეჭვო გაქრობას სამსახურიდან, რომელიც ლიანამ უშოვა.

12. ლია შამუგია ყვებოდა, რომ სისხლის კვალი, რომელიც კარადაზე და სარკეზე იყო ეკუთვნოდა ომარის, ოღონდ იმ დროიდნელია როცა ავარია მოუვიდა, მათ გამოიძახეს სასწრაფო და გადაიყვანეს ღუდუშაურში, სასწრაფოში ამის ჩანაწერი არსებობსო, ეს მოხდა მის გარდაცვალებამდე მაქსიმუმ თვე ნახევრით ადრეო.

13. ლანა ჰყვებოდა, რომ დივანზე არ იყო სისხლის კვალი, შემდეგ ეს დივანი გაიტანეს ოთახიდან,(ლია ამბობდა, რომ კარგად ვიცი ეს დივანი ვისთანაც გაიტანესო) ხოლო განმეორებით დათვალიერებისას (23 თებერვალს) დივანზე იპოვეს სისხლის კვალი , ხოლო დივანის შიგნით რაც ეწყო წიგნები და ნივთები , მათზე სისხლის კვალი არ იყოვო. (დედამთილი განხვავებულ ვერსიას ყვება)

14. არსებითი განხილვის დაწყებამდე ოჯახი მაგდას სასიყვარულო ურთერთობებს კატეგორიულად უარყოფდა.

დანარჩენი არ მაქვს შენახული და არ მახსოვს"- წერს ნინო ჭელიძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42