საინიციატივო ჯგუფს შესაბამისი ხელმოწერები 30 ივნისის ჩათვლით უნდა წარედგინა, თუმცა ინციიატორებმა ხმების სათანადო რაოდენობის შეგროვება ვერ შეძლეს.
ცესკომ ზურაბ თოლორაიას, გიორგი ყორღანაშვილის, კახა ნიქაბაძის, ბადრი კვირიკაშვილის, პეტრე გოგოსაშვილის, თეიმურაზ ცისკარიშვილისა და დავით კუჭავას შემადგენლობით წარმოდგენილი საინიციატივო ჯგუფის სარეფერენდუმო შეკითხვა რეგისტრაციაში 28 მარტს გაატარა. საინიციატივო ჯგუფს შეჯამებული მონაცემები ხელმოწერების შეგროვების შედეგების შესახებ და ხელმოწერების ფურცლები ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში უნდა წარმოედგინა მიმდინარე წლის 30 ივნისის ჩათვლით. აღნიშნული შეჯამებული მონაცემები ხელმოწერების შეგროვების შედეგების შესახებ და ხელმოწერების ფურცლები საინიციატივო ჯგუფის მიერ ცესკოში არ იქნა წარმოდგენილი. რის შედეგადაც სარეფერენდუმო შეკითხვას რეგისტრაცია გაუუქმდა.
ცესკოში ასევე დარეგისტრირებულია სარეფერენდუმო შეკითხვა "თანახმა ხართ თუ არა, რომ სამოქალაქო ქორწინება განისაზღვროს, როგორც ოჯახის შექმნის მიზნით კავშირი მამაკაცსა და ქალს შორის?", რომელიც საინიციატივო ჯგუფმა (ალექსანდრე ბრეგაძე, სოსო მანჯავიძე, ზვიად ტომარაძე) წარადგინა და ამ კითხვის რეფერენდუმზე გასატანად მათ სექტემბრის შუა რიცხვებამდე 200 ათასი ხელმოწერა უნდა შეაგროვონ.
მასალის გამოყენების პირობები






