მიშველაძემ ვარშავის სამიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტს აქვს მოლოდინი სამიტის შემდეგ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.
„საქართველოს პრეზიდენტი ვარშავაში, სამიტის ფარგლებში გამართავს ორმხრივ შეხვედრებს. ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ამ სამიტის შემდეგ ჩრდილოატლანტიკური ალიანსთან თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება და საქართველოს ექნება კიდევ უფრო მეტი პრაქტიკული ბერკეტი გარე საფრთხეებთან გასამკლავებლად“- აღნიშნა პპრეზიდენტის პრესსპიკერმა.
ეკა მიშველაძე შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ჯონ კერის ვიზიტსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ვარშავის სამიტის წინ ეს მიანიშნებს უპირობო მხარდაჭერას საქართველოსთვის.
„აქვე გვინდა ხაზი გავუსვათ, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ვიზიტის მნიშვნელობას, საქართველოში ვარშავის სამიტის წინ მიანიშნებს უპირობო და მყარ მხარდაჭერას საქართველოს უსაფრთხოების განმტკიცებისა და ორმხრივი ურთიერთობის გაღრმავების თვალსაზრისით“- აღნიშნა ეკა მიშველაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






