თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს შაბათის კურიერში აჰმედ ჩატაევის შესახებ გაკეთებული განცხადების გამო შესაძლოა პროკურატურაში დაიბარონ. აღნიშნულ საკითხზე სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის ხელმძღვანელმა საგამოძიებო უწყებას გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართა.
“ამ ფაქტს მისცენ შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება, რადგან შემდგომში ზოგიერთ ჭორიკანა მაღალი თანამდებობის პირებს არ გაუჩნდეთ სურვილი და ეს იყოს პრევენცია იმისათვის, რომ არ გასცენ სხვადასხვა სახელმწიფო საიდუმლოებები,“ - აცხადებს ზვიად კუპრავა.
სკანდალური განცხადება დეპუტატმა კურიერის პირდაპირ ეთერში გააკეთა.
„ახმედ ჩატაევი წინა ხელისუფლების უშიშროების აგენტი იყო და ის სააკაშვილისგან გიორგი ლორთქიფანიძის მეშვეობით იღებდა დავალებებს. მას ჰქონდა საქართველოს მოქალაქის ოპერატიული პასპორტი და ჩვენი უშიშროების დავალებებით სხვადასხვა ქვეყნებში მოქმედებდა,“ - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






