საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დასრულებისთანავე, აპირებს აქტიური პოლიტიკური მოღვაწეობა განაგრძოს. თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, იქნება თუ არა დავით უსუფაშვილი „რესპუბლიკური პარტიის“ საარჩევნო სიის პირველი ნომერი. პარლამენტის თავმჯდომარე არ გამორიცხავს, რომ მაჟორიტარად კენჭი იყაროს.
პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, დავით ზურაბიშვილის განცხადებით, საარჩევნო სია ცნობილი უახლოეს დღეებში გახდება.
„რესპუბლიკური პარტიის საარჩევნო გეგმები, კონკრეტული საარჩევნო სტრატეგია, ტაქტიკა, სია მაჟორიტარები- ეს ყველაფერი დაიწყება დაახლოებით რამდენიმე დღის შემდეგ. ერთადერთი რაც შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს დამოუკიდებლად გასვლა არჩევნებზე. ანუ რესპუბლიკური პარტია არჩევნებში გავა ცალკე,“-განაცხადა დავით ზურაბშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






