"ქრესტომათიული მაგალითი როგორ არ უნდა იქცეოდეს ხელისუფლება" - გიგი წერეთელი არჩევნების შედეგზე
პოლიტიკა - 14:18, 05 Jul, 2016     1835
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური სესიის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა გიგი წერეთელმა, რომელიც ასამბლეის პრეზიდენტის არჩევნებში ავსტრიელ კანდიდატ კრისტინა მუტონენთან დამარცხდა.
"მე არ ვაგებ, ვიგებ ან ვსწავლობ. ახლა მე ვისწავლე ბევრი რამ, მათ შორის საკუთარი სახელისუფლებო პარტიისგან და ვეცდებით, რომ ეს ნასწავლი გამოვიყენოთ ჩვენს მომავალ საქმიანობაში- თქვა წერეთელმა.
მისი თქმით, მთავარია, რომ ასამბლეა წარმატებით დასრულდა.
"მიხარია, რომ ჩემი ქვეყნისთვის ეს იყო კარგი ამბავი, შეიძლებოდა ყოფილიყო უკეთესი ამბავიც, მაგრამ ჩვენმა სახელისუფლებო გუნდმა სხვანაირად იფიქრა. არ დავიწყებ საქმის გარჩევას, ყველაფერი ვიცი. მე დღეს გამოვხატე ჩემი განწყობა, მივულოცე კანდიდატებს. დიდი მხარდაჭერა მქონდა, მეორე ტური გაიმართა. სამწუხაროდ, ბევრი ჩემი მხარდამჭერი გუშინ წავიდა - აშშ-ს, გერმანიის და სხვა დელეგაციებიდან, მათ მოუხდათ რეისების გადაცვლა. ამიტომ მე ვიცოდი, რომ მეორე ტური რთული იქნებოდა. ამას დაემატა გარკვეული სამუშაო, რომელმაც როგორ იმოქმედა, ამის ანალიზს გავაკეთებ, მაგრამ ჩემთვის მთავარია რეზოლუცია, რომელიც ჩვენ მივიღეთ და ასამბლეა, რომელიც ჩავატარეთ",- განაცხადა გიგი წერეთელმა.

წერეთლმა მოკლე კომენტარი გააკეთა "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებაზეც.
"არავის არ გავუსწორებ ანგარიშს, უბრალოდ, გარკვეულ შეფასებებს ეტაპობრივად გავაკეთებთ. ეს საკითხი როგორც ერთ-ერთი ქრესტომათიული მაგალითი შევა ამ ასამბლეის ისტორიაში, შეიძლება სხვაგანაც, როგორ არ უნდა იქცეოდეს ხელისუფლება", - განაცხადა წერეთელმა.

მისივე თქმით, ის თავის გეგმებზე უარს არ ამბობს და არ გამორიცხავს, ასამბლეის პრეზიდენტის პოსტზე მომავალშიც იყაროს კენჭი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42