„ჩეჩენმა ხალხმა ძალიან კარგად იცის, რა არის ტერორიზმი. ჩვენ ასობით ათასი მსხვერპლის ფასად ამოვძირკვეთ ეს ბოროტება. პრობლემა მოხსნილი არაა, ვიდრე ჩეჩნეთიდან გაქცეული განსაკუთრებით საშიში დამნაშავეები საზღვარგარეთ იმყოფებიან. მათზე საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული, მაგრამ დასავლეთი მათ გადმოცემაზე უარს აცხადებს. სტამბოლის ტერაქტმა ათეულობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, არიან დაშავებულებიც. გაჟღერდა აჰმედ ჩატაევის სახელი. ვინ არის აჰმედ ჩატაევი? ავსტრიის მოქალაქე, აქვს საქართველოს მოქალაქის პასპორტი, პირადად იცნობდა სააკაშვილს. 13 წლის განმავლობაში ჩატაევთან ურთიერთობა ქონდათ ბელგიის, შვედეთის, ბულგარეთის, უკრაინის, საქართველოს, თურქეთის სპეცსამსახურებს... ყველგან მწვანე შუქი! რუსეთიდან ის რიგითი ბანდიტის სახელით წავიდა. ტერორისტად გაზარდეს და შექმნეს ავსტრიაში, საქართველოში და თურქეთში. სპეცსამსახურების დახმარებით მან ავსტიაში უზარმაზარი თანხები შეაგროვა მთელი მსოფლიოსთვის ცნობილი ტერორისტის ჰუსეინ გაკაევისთვის, რომლის სინდისზეც ასეულობით მსხვერპლია. ჩატაევზე ფედერალური ძებნაა, ავსტრიისთვის კი ის პოლიტიკური დევნილია. 2011 წელს ჩატაევს ქონდა ორგანიზებული მცდელობა, რომ საქართველოდან ჩეჩნეთში ავსტრიაში „დავერბოვკებული“ „ბოევიკები“ შემოეყვანა. ჩატაევი დაიჭირეს და გაუშვეს ქართველი მაღალჩინოსნების ბრძანებით. 2013 წლიდან თურქეთში და სირიაშია. თურქეთის სპეცსამსახურებს არ შეიძლებოდა არ ცოდნოდათ, რითი იყო ის დაკავებული. რუსეთის ჯიბრზე, დასავლეთის, საქართველოს და სხვა სპეცსამსახურები ზრუნავდნენ ჩატაევზე და თუ ის სტამბულის მოვლენებშია ჩართული, პასუხისმგებლობა ამაზე მათ უნდა აიღონ და ჩეჩნეთისკენ არ უნდა იცქირებოდნენ. ახლა კი მთავარზე! თუ თურქეთის ხელისუფლებას სურს ტერორისტების მონაცემები, მე კიდევ ერთხელ ვუსახელებ. ჩაიწერეთ! თარხან გასიევი, აჰმად უმაროვი, აჰმად პატაევი, შირვანი ბასაევი, ჰადი ალასჰანოვი, რუსტამ ნაურბაევი, შირვანი ბასაევი და მათი იდეოლოგიური ხელმძღვანელი მოვლადი უდუგოვი. ისინი თავისუფლად გრძნობენ თავს „თურქულ სანაპიროებზე“. მე ანკარაშ პირადად გავაფრთხილე თურქეთის მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი ბეშირ ატალაია მათი მხრიდან მოსალოდნელ საფრთხეზე. მე დამარწმუნეს, რომ მათ გადმოცემაზე გადაწყვეტილება მიღებული იქნებოდა, მაგრამ ქმედება არ მოჰყოლია. შემდეგ ატალაიას შეხვდა ჩემი გაგზავნილი ადამიანი, კიდევ ახალი დაპირება. ამჟამად, როცა თურქეთისა და რუსეთის ურთიერთობა ნორმალურ კალაპოტში დაბრუნდა, მე კიდევ ერთხელ ვთხოვ თურქეთის პრეზიდენტს რეჯეპ ტაიპ ერდოღანს, რომ მოახდინოს ამ ტერორისტების ექსტრადირება“- წერს რამზან კადიროვი.

მასალის გამოყენების პირობები






