გიორგი გიუნაშვილის თანასოფლელები და ნათესავები საქართველოს ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ
პოლიტიკა - 13:35, 05 Jul, 2016     3827

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ძალოვანი უწყების მიერ 8 ივლისს დაკავებული გიორგი გიუნაშვილის ოჯახი მედიასთან კომენტარს არ აკეთებს, თუმცა დაკავებულის მეზობლები ,,ნიუპოსტთან" საუბრისას მის ტერორისტულ-დივერსიულ საქმიანობას გამორიცხავენ. როგორც ისინი ამბობენ, გიუნაშვილი 8 ივლისს სოფელ დისევის მახლობლად იმყოფებოდა, რა დროსაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე განლაგებულმა სამხედრო დანაყოფებმა შეამჩნიეს და დააკავეს.

მათივე მტკიცებით, სოფელ დისევიდან, 2008 წელს, რუსეთ საქართველოს ომის დროს, ოჯახმა საკუთარი საცხოვრებელი ფართიდან ვერაფრის წამოღება ვერ მოასწრო, მათ შორის, ვერც საბუთების. ისინი ვარაუდობენ, რომ ოკუპანტებმა პირადი ნივთები მისივე კუთვნილ საცხოვრებელ სახლში იპოვეს, რის შემდეგაც ბრალი წაუყენეს. ამჟამად, გიუნაშვილების ოჯახი ბერბუკის დევნილთა ჩასახლებაში ცხოვრობს. მისი მეზობლის, ვასილ ოქროპირიძე ინფორმაციით, გიორგი გიუნაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სავალალო მდგომარეობაშია. სოფელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მას ფიზიკურადაც გაუსწორდნენ. წაყენებულ ბრალდებას აბსურდულს უწოდებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. მათი ინფორმაციით, გიუნაშვილი საოკუპაციო ძალებმა 8 ივნისს ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს, ხოლო ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ მისი გათავისუფლების საკითხი ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ბოლო შეხვედრაზე დაისვა.

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, დაკავებული 2004 წლიდან „იღებდა აქტიურ მონაწილეობას ქართული სპეცსამსახურების კონტროლირებად უკანონო შეიარაღებულ ფორმირებაში - ცხინვალის რაიონის სოფელ დისევის ე.წ. „თავდაცვის ჯგუფში“. მარიონეტული რეჟიმის ცნობით, დაკავებული გიუნაშვილი 2007 წელს ხელყუმბარის აფეთქებაშია ეჭვმიტანილი.

ასევე, 2008 წლის 11 აგვისტოს ცეცხლსასროლი იარაღით დაცხრილა ოსური მხარის სამხედროები, რომლებიც სოფლის მიმდებარედ პატრულირებას ახორციელებდნენ, რასაც ერთი სამხედრო ემსხვერპლა, ერთი კი მძიმედ დაშავდა. ამჟამად მიმდინარეობს ღონისძიებები გიორგი გიუნაშვილის სამხრეთ ოსეთის ხალხის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებრივი ქმედებების ყველა ასპექტის დასადგენად“, - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42