ვიხილავთ თუ არა ახალ პროდასავლურ ბლოკს 2016 წლის პარლამენტის არჩევნებზე
პოლიტიკა - 14:03, 05 Jul, 2016     1529
ვიხილავთ თუ არა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ახალ, პროდასავლურ პოლიტიკურ ბლოკს. როგორც ჩანს პარტია „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე აქტიურ მოლაპარაკებებს მართავს ყველა იმ პარტიასთან, რომელთა საგარეო პრიორიტეტი ქვეყნის დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრირებაა.

მას შემდეგ, რაც გიორგი ვაშაძემ „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა, ის პირველივე დღიდან აცხადებდა, რომ მისი მთავარი პრიორიტეტი ქვეყნის ევრიოპულ სტუქტურებში გაწევრიანება იყო. ამიტომ არავის გაკვირვებია ვაშაძის გადაწყვეტილება, არჩევნებზე ფსონი სწორედ პროდასავლურ ძალებზე დადოს.

არსებული ინფორმაციით, ვაშაძესთან ბლოკში ვიხილავთ „ახალ პოლიტიკურ ცენტრ - გირჩს“, რომელიც ამ უკანასკნელის მსგავსად, ცოტა ხნის წინ გამოეყო ,,ნაციონალურ მოძრაობას".

"ნიუპოსტი" თემის გადამოწმებას "ახალი საქართველოს“ ლიდერთან გიორგი ვაშაძესთან შეეცადა.

ვაშაძემ ყოფილ თანაპარტიელებთან მოლაპარაკებები დაადასტურა, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ მისი პარტია მოლაპარაკებებს ყველა დასავლური ღირებულებების მქონე პარტიებთანაც აწარმოებს - როგორც საპარლამენტო ასევე არასაპარლამენტო ოპოზიციაში.

"პროდასავლურ ძალებთან ნამდვილად მიმდინარეობს მოლაპარაკებები, ძალიან ბევრ პოლიტიკურ პარტიასთან ვსაუბრობთ, რომ დასავლურ ფლანგზე შეიძლება იყოს გარკვეული ბლოკი, რომელიც ერთობლივად მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას. ამ პარტიებს აქვთ ჩამოყალიბებული პოზიცია საგარეო ვექტორთან დაკავშირებით“- აღნიშნა ვაშაძემ.

რაც შეეხება „გირჩთან“ მოლაპარაკებებს, გიორგი ვაშაძემ „ნიუპოსტს“ განუცხადა, რომ „მოლაპარაკებები მიმდინარეობს, ახლო მომავალში გაირკვევა ვისთავ ვითანამშრომლებთ. ზოგადად ახალი პოლიტიკური კლასი ძალიან სჭირდება ჩვენ ქვეყანას“- უთხრა „ნიუპოსტს“ ვაშაძემ.

კითხვაზე, აწარმოებს თუ არა ვაშაძე მშობლიურ პარტიასთან ან პარტიის კონკრეტულ პირებთან მოლაპარაკებას „ახალი საქართველოს“ ლიდერმა ამ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა რომ ენმ-სთან მოლაპარაკებები არ გამართულა.

„ჩვენ მათთან კომუნიკაცია ჯერ-ჯერობით არ გვაქვს“- განმარტა ვაშაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42