ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე თბილისის დეკლარაცია მიიღეს
პოლიტიკა - 13:01, 05 Jul, 2016     1024
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიამ, დასკვნით პლენარულ სხდომაზე, 122 ხმით 6-ის წინააღმდეგ, „თბილისის დეკლარაცია“ დაამტკიცა.

დეკლარაციის დამტკიცების შემდეგ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა მედიასთან საუბრისას კიდევ ერთხელ განმარტა, რომ თბილისის დეკლარაცია სამი მთავარი რეზოლუციისგან შედგება და მასში ასამბლეის სამი საერთო კომიტეტის მიერ ინიცირებული და თემატური რეზოლუციებია შეტანილი.

ხოლო რაც შეეხება საქართველოს დელეგაციის მიერ ინიცირებულ რეზოლუციას, დავით უსუფაშვილის თქმით, ის „თბილისის დეკლარაციაში“ სრულადაა ასახული.

პარლამენტის თავმჯდომარე მედიას იმ პრობლემებზეც ესაუბრა, რაც რეზოლუციას ინიცირების პროცესიდან მოყოლებული ჰქონდა.

„ეს თემა უპრობლემო სულაც არ იყო და ახლა დარბაზში რუსეთის დელეგაციის გარდა, ყველა სხვა დელეგაციამ მხარი რომ დაუჭირა, ეს თავისთავად მიღწეული არ ყოფილა. როდესაც რეზოლუციის ინიცირების პროცესი დავიწყეთ და ჩემი სახელით კოლეგებს ეს დოკუმენტი მიეწოდა, ძალიან გაჭირდა თავიდან მხარდამჭერების შეგროვებაც კი - 25 ხელმოწერის რაც აუცილებელი იყო მისი ინიცირებისთვის, რადგან ბევრ ჩვენს კოლეგას მოსაზრება ჰქონდა, რომ რეზოლუცია ძალიან პირდაპირი, მკვეთრი და მკაფიო იყო და ეს ხომ არ გააღიზიანებდა სხვებს და ა.შ”, - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა. მისი განცხადებით, მხარდაჭერის უზრუნველყოფისთვის დიდი შრომა გასწიეს ეუთო-ში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წევრებმა, საგარეო საქმეთა სამინისტრომ, საქართველოს საელჩოებმა. „ასე, რომ ის შედეგი რაც ახლა მივიღეთ უპრობლემოდ დღეს კენჭისყრით, სინამდვილეში მიღებულია ძალიან ბევრი პრობლემების გადალახვის გზით და ეს ასეც უნდა ხდებოდეს. ამიტომ გვჭირდება ჩვენ ფუნქციონირება და სახელმწიფო. ფუნქციონირებადი პოლიტიკური სისტემა, რომ ქვეყანას ვემსახუროთ და კარგი გადაწყვეტილებები მივიღოთ ხოლმე“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

რეზოლუციის იმპლემენტაციასთან დაკავშირებით ირონიული განწყობების კომენტირებისას, დავით უსუფაშვილმა საზოგადოებას შეახსენა, რომ „ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა და საერთოდ, პარლამენტები ქაღალდზე დაწერილ გადაწყვეტილებებს ვიღებთ ხოლმე”. პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, ასამბლეას სხვა ბერკეტი არ აქვს და ჩვენი ქვეყნისთვის სასიკეთო ყველა გადაწყვეტილება ქაღალდზე იწერება. „ასევე ქაღალდზეა დაწერილი არასწორი და მიუღებელი გადაწყვეტილებები, რომელიც საქართველოს უქმნის პრობელმას, იქნება ეს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში თუ სხვა თემებზე. ასეთი რეზოლუციები ხდება შემდეგომი მოქმედებების საბაზო დოკუმენტები იმ წევრი სახელმწიფოებისთვის და იმ პოლიტიკური პარტიებისთვის, ვინც მას მხარი დაუჭირა. ისინი სხვა შემთხვევში, როცა კონკრეტული გადაყვეტილებებია მისაღები ამ რეზოლუციას ითვალისწინებენ. ამიტომ ამ რეზოლუციის მნიშვნელობა ისეთივე დიდია როგორც სხვა აქტების”, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, რეზოლუციას იურიდიული ძალა არ აქვს და მის გამო რუსეთი ოკუპირებული აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან ჯარს არ გაიყვანს.„მაგრამ ამ რეზოლუციის გამო მათ ექნებათ პრობლემები შემდეგომი აგრესიული ნაბიჯების გადასადგმელად და დანარჩენი მსოფლიო იქნება საქართველოს უფრიო მეტად მხარდამჭერი კონტრზომებში, რაც ჩვენგან არის მისაღები“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42