სტუმრად პრეზიდენტთან და პირველ ლედისთან ეუთოს საპარლამენტო ასამბლიის 25-ე სესიის მონაწილეები (ფოტოკოლაჟი)
პოლიტიკა - 09:50, 05 Jul, 2016     1607
გიორგი მარგველაშვილმა და მაკა ჩიჩუამ დღეს, თბილისში ვიზიტით მყოფ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე სესიის მონაწილეებს უმასპინძლეს.

პრეზიდენტის სასახლეში გამართულ მიღებაზე გიორგი მარგველაშვილმა ქართველ და უცხოელ სტუმრებს სიტყვით მიმართა და განაცხადა, რომ ეუთოს ფორუმი, როგორც დიალოგის,მოლაპარაკებისა და თანამშრომლობის განსაკუთრებული ფორმატი, ბუნებრივად ერწყმის თბილისს, საქართველოს და ჩვენი საზოგადოების ეგზისტენციალურ ღირებულებებს.

„სიმბოლურია, რომ ეს ღონისძიება საქართველოში გაიმართა. ქვეყანაში, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ასრულებდა სხვადასხვა ცივილიზაციების დამაკავშირებელი ხიდის ფუნქციას.

ჩვენ ვართ ქალაქში, რომელიც სწორედ გასხვავებულთა თანაცხოვრებისა და თანამშრომლობის სიმბოლოს წარმოადგენს. ეს მრავალფეროვნება ჩვენი სიმდიდრეა და ამიტომაც ეუთოს ფორუმი,როგორც დიალოგის, მოლაპარაკებისა და თანამშრომლობის განსაკუთრებული ფორმატი ბუნებრივად ერწყიმის თბილისს, საქართველოს და ჩვენი საზოგადოების ეგზისტენციალურ ღირებულებებს.

საერთო ღირებულებები და საერთო ინტერესები, ეს არის რამაც დღევანდელ დღეს სხვადასხვა კონტინენტის წარმომადგენლები გაგვაერთიანა. მჯერა, რომ ურთიერთანამშრომლობის შედეგად ჩვენშევძლებთ მშვიდობის უზრუნველყოფას. ჩვენს ქვეყანაში აღარ იარსებებს გამყოფი ხაზები, ოკუპირებული ტერიტორიები. აღარასდროს განხორციელდება ეთნიკური წმენდა. მოსახლეობა აღარიქნება მოკლებული საკუთარ ქვეყანაში თავისუფალი გადაადგილებისა და მშობლიურ ენაზე განათლების უფლებას.

სხვა ქვეყნების ინტერესების შელახვითა და მისი მოსახლეობის დევნით, კეთილდღეობა ვერ მიიღწევა. პრივილეგირებული ინტერესის სფეროებისათვის ბრძოლას მივყევართ იმ სავალალოშედეგებამდე, რომელიც ყველას აზარალებს.

საქართველო კვლავაც აქტიურად იქნება ჩართული ყველა იმ პროცესში, რომელიც მნიშვნელოვანია საერთო უსაფრთხოებისა და განვითარებისათვის.

ეს როლი მხოლოდ საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილეობით არ შემოიფარგლება. მიუხედავად დარღვეული ტერიტორიული მთლიანობისა და ოკუპაციისა, ჩვენ მაქსიმალურძალისხმევას ვახმართ ევროპასა და აზიას შორის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სავაჭრო, სატრანსპორტო კავშირის გაძლიერებას.

ჩვენ მივისწრაფით, რომ საქართველო ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის სიკეთეების მატარებელი იყოს და გაუნაწილოს ეს სიკეთეები სხვა ქვეყნებს.

25 წლის წინ საქართველომ მტიკიცედ განაცხადა, რომ იქნება დამოუკიდებელი, თავისუფალი ევროპული ქვეყნა, რომლის სახელმწიფოებრივი განვითარების მთავარ საყრდენს კანონისუზენაესობა, დემოკრატია და ადამიანის თავისუფლება წარმოადგენს.

ამ თვალსაზრისით განსაკუთრებული ეტაპია მომავალი საპარლამენტო არჩევნები, რომელმაც კიდევ უფრო უნდა განამტკიცოს ქართული დემოკრატია და სახელმწიფოებრიობა.

დარწმუნებული ვარ, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა აქტიურად იქნება ჩართული ამ პროცესში. დასასრულს, კვლავაც მოგილოცავთ წარმატებული სესიის ჩატარებას და გისურვებთწარმატებას თქვენს საქმიანობაში“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

პრეზიდენტის სასახლეში გამართულ მიღებას ესწრებოდნენ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლები, საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი,სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები და დიპლომატიური კორპუსის წევრები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42