მმართველი გუნდის წევრები არჩილ გეგეშიძისგან დამატებით კომენტარებს ითხოვენ. საქმე აშშ-ში საქართველოს ელჩის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხება, სადაც გეგეშიძემ საქართველოს მმართველ ძალაში პრორუსი პოლიტიკოსების არსებობა დაადასტურა და ეს პლურალისტური მიდგომით ახსნა.
„დამატებითი კომენტარებია ბატონი არჩილისგან საჭირო ამ თემასთან დაკავშირებით. თუ გულისხმობს სამთავრობო სტრუქტურებში ესეთ განწყობებს, ვფიქრობ იგი ან ცდება, ან შეცდომაშია შეყვანილი“- განაცხადა გია ვოლსკიმ.
შეგხსენებთ, საქართველოს ელჩი აშშ-ში არჩილ გეგეშიძე ნეტგაზეთთან ინტერვიუში ქვეყნის მმართველ ძალაში მყოფი პრორუსული ძალების მხარდამჭერი პოლიტიკოსების არსებობას გამოეხმაურა. გეგეშიძის თქმით ის არ თვლის, რომ ანტირუსული პროპაგანდა სახიფათო ნიშნულზე იყოს, მმართველ ძალში კი პრორუსული ძალების მხარდამჭერი პოლიტიკოსების არსებობა გასაგებია და ეს იმის ნიშანია რომ მმართველ ძალში პლურალისტური მიდგომა არსებობს.
მასალის გამოყენების პირობები






