„დაკავებულია ცხინვალის რაიონის სოფელ დისევის მკვიდრი, 1987 წელს დაბადებული გიორგი ლევანის ძე გიუნაშვილი. რომელიც ეჭვმიტანილია დივერსიულ ტერორისტულ საქმიანობაში. ჩატარებული ოპერატიულ -სამძებრო სამუშაოებით დადგენილია, რომ უკიდურესად რადიკალური ნაციონალისტური შეხედულებებია მქონე გიუნაშვილი 2004 წლიდან აქტიურ მონაწილეობას იღებდა ქართული სპეცსამსახურების კონტროლირებად უკანონო შეიარაღებულ ფორმირებაში - ცხინვალის რაიონის სოფელ დისევის ე.წ. „თავდაცვის ჯგუფში“.დაკავებული გიუნაშვილი 2007 წელს სოფელ ხელჩუაში ხელყუმბარის აფეთქებაშია ეჭვმიტანილი. ასევე, 2008 წლის 11 აგვისტოს, ცეცხლსასროლი იარაღით დაცხრილა ოსური მხარის სამხედროები, რომლებიც სოფლის მიმდებარედ პატრულირებას ახორციელებდნენ, რასაც ერთი სამხედრო ემსხვერპლა, კიდევ ერთი მძიმედ დაშავდა. ამჟამად მიმდინარეობს ღონისძიებები გიორგი გიუნაშვილის სამხრეთ ოსეთის ხალხის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებრივი ქმედებების ყველა ასპექტის დასადგენად.“ - ნათქვამია განცხადებაში. ამასთანავე დე ფაქტო უწყება ოკუპირებული რეგიონის მოსახლეობას მოუწოდებს გიუნაშვილზე დამატებითი ინფორმაცია მიაწოდონ და ანონიმურობის დაცვის გარანტიას აძლევს.
მასალის გამოყენების პირობები






