საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ეუთო-ს ელჩებს შეხვდა
პოლიტიკა - 19:11, 04 Jul, 2016     953
მიმდინარე წლის 4 ივლისს გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის შეხვედრა ეუთო-ში ლატვიის რესპუბლიკის, ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკის მაკედონიის, ფინეთის რესპუბლიკის, ავსტრიის რესპუბლიკის, ბულგარეთის რესპუბლიკის, შვედეთის სამეფოს მუდმივ წარმომადგენლებთან და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალურ წარმომადგენელთან ვენაში.

შეხვედრაზე განხილული იქნა ეუთო-საქართველოს თანამშრომლობის საკითხები. საგარეო საქმეთა მინისტრმა სტუმრებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების და ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობაზე. საუბარი შეეხო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების პროცესს და ხაზი გაესვა საქართველო-რუსეთის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების აუცილებლობას. აქვე, აღინიშნა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე სესიის ფარგლებში ქართული მხარის მიერ ინიცირებული რეზოლუციის „კონფლიქტი საქართველოში“ მიღების მნიშვნელობა.

მიხეილ ჯანელიძემ უცხოელ კოლეგებთან ასევე ისაუბრა მ.წ. ოქტომბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე და ხაზი გაუსვა არჩევნების სამართლიანად და გამჭვირვალედ ჩატარების მნიშვნელობას საქართველოს დემოკრატიზაციის პროცესში.

ეუთო-ს ელჩების მხრიდან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაფიქსირდა საქართველოსადმი მხარდაჭერა და გამოითქვა მზადყოფნა ეუთო-ს ფორმატში შემდგომში თანამშრომლობის გაძლიერებაზე.

აღსანიშნავია, რომ ეუთო-ს ელჩები საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე სესიაზე დასასწრებად.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42