ქართულმა დელეგაციამ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტს მხარი არ დაუჭირა
პოლიტიკა - 19:05, 04 Jul, 2016     1882
დღეს, 4 ივლისს, თბილისში მიმდინარე ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთოს) საპარლამენტო ასამბლეის საიუბილეო, 25-ე ყოველწლიური სესიის მე-2 პლენარული სხდომა გაიმართა.

პლენარულ სხდომაზე, შვეიცარიელმა დელეგატმა, ფილიპო ლომბარდიმ წარმოადგინდა რეზოლუციის პროექტი. დოკუმენტი სთავაზობოს ეუთოს მონაწილე ქვეყნებს შეასრულონ საკუთარი ვალდებულებები, რომელიც გარანტიას მისცემს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყველა წევრს თავისუფლად მიიღოს მონაწილეობა ეუთოს ნებისმიერ ოფიციალურ ღონისძიებაში და სხვა საპარლამენტო საქმიანობაში ვიზების ან ნებართვის გაცემის გზით, რაც აუცილებელია მათი ქვეყნების ტერიტორიაზე მოხვედრისთვის, როგორც მინიმუმ იმ ვადით, რა პერიოდშიც იმართება აღნიშნული ღონისძიებები, თუ ეს არ ეწინააღმდეგება საერთაშორისი სამართლის ნორმებს.

ფილიპო ლომბარდის განცხადებით, ეუთოს საპარლმენტო ასამბლეის წევრებს უფლება უნდა ჰქონდეთ აღასრულონ თავიანთი მოვალეობები ორგანიზაციის 57-ე ქვეყანაში და მათთვის შეზღუდვები არ უნდა იყოს დაწესებული.

პლენარულმა სხდომამ, ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა რეზოლუციის პროექტს. ქართული დელეგაციის წევრებმა მხარი არ დაუჭირეს აღნიშნულ დოკუმენტს.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციისწევრის, გიორგი ვოლსკის განმარტებით, რეზოლუციის პროექტში არცერთი ქვეყანა ნახსენები არ იყო, თუმცა ევროპის საბჭოს მიერ რუსეთის დელეგატების მიმართ დამტკიცებული სანქციების თემა დოკუმეტში იგულისხმებოდა. „რეალობაში პრინციპზეა საუბარი, რომ ნებისმიერი ქვეყნის საპარლამენტო დელეგატს, რაც არ უნდა პოლიტიკური დაძაბულობა ჰქონდეს მის ქვეყანას მეორე ქვეყანასთან, უნდა ჰქონდეს შეუზღუდავი გადაადგილების და ფორუმებში მონაწილეობის საშუალება. ზოგისთვის ეს დაკავშირებულია საერთო პრინციპთან. უმრავლესობა სწორედ ასეთი დელგაცია იყო და მათ მხარი დაუჭირეს რეზოლუციას. ჩვენ, უკრაინასთან ერთად, ბევრ საკითხში ერთ ჯგუფში განვიხილებით და საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე მართებული იყო, რომ ამ რეზოლუციისთვის მხარი არ დაგვეჭირა, თუმცა, საერთო პათოსი ამ რეზოლუციისა გასაგებია და ისიც გასაგებია, რომ ეს არ არის გადაწყვეტილება, რომელსაც მოჰყვება მყისიერი გადაწყვეტილებები სხვა დონეზე, თუნდაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას.

პლენარულ სხდომაზე გენდერულ საკითხებში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური წარმომადგენლის, ხიდი ფრაის(კანადა) ანგარიში განიხილეს. 20 პუნქტიანი რეზოლუციის პროექტი მოუწოდებს ეუთოს, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას და ორგანიზაციის წევრ-ქვეყნებს შეასრულონ გაეროს უშიშროების საბჭოს №1325 რეზოლუციის პროექტის „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე“ დღის წესრიგი და გაზარდონ ქალების ჩართულობა კონფლიქტების თავიდან აცილების საქმეში, მოლაპარაკებებისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

ხიდი ფრაის განცხადებით, ეუთოს ყველაზე დიდი გამოწვევა მიგრაციის საკითხია და ამ მიმართულებით განსაკუთრებით ყურადსაღებია გენდერული კომპონენტი.

რეზოლუციის პროექტი მოუწოდებს ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს დაიცვან ქალი-მიგრანტები და ქალი-დევნილები ყველა ფორმის ექსპლუატაციასაგან, დისკრიმინაციისაგან, ძალადობისაგან გენდერულ ნიადაგზე, ტრეფიკინგისაგან და სხვა.

მომხსენებელმა ისაუბრა მიგრაციის გამომწვევ მიზეზებზე და მათი აღმოფხვრისათვის ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობაზე. მისივე განცხადებით, დოკუმენტში წარმოდგენილია სამოქმედო გეგმა და მისი შესრულებისათვის აუცილებელია პოლიტიკური ნება. მოხსენების შემდეგ ასამბლეის წევრებმა რეზოლუციის პროექტთან დაკავშირებულ საკითხებზე საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს.

დღესვე, პლენარულ სხდომაზე სხვადასხვა საკითხებზე თემატური დებატები გაიმართა.

საპარლამენტო დელგაციის წევრებმა თავის გამოსვლებში მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს ფორუმის კარგი ორგანიზებისთვის და გულთბილი მასპინძლობისთვის.

პლენარული სხდომის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენიტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრებმა: თედო ჯაფარიძემ, გიორგი ვოლსკიმ, გიორგი წერეთელმა და აკაკი მინაშვილმა.

ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთოს) საპარლამენტო ასამბლეის სესიის მორიგი პლენარული სხდომა გაიმართება ხვალ, 5 ივლისს, 09:00 საათზე.

1-5 ივლისს თბილისში, საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიას“ ტერიტორიაზე, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთოს) საპარლამენტო ასამბლეის საიუბილეო, 25-ე ყოველწლიური სესია: „25-წლიანი საპარლამენტო თანამშრომლობა: ნდობის შენება დიალოგით“ იმართება. ხუთი დღის განმავლობაში თბილისი საერთაშორისო პოლიტიკური პროცესების ეპიცენტრი იქნება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42