პარლამენტის წევრი დიმიტრი ხუნდაძე მაკედონიელ კოლეგას შეხვდა
პოლიტიკა - 19:03, 04 Jul, 2016     524
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური სესიის პარალელურად, რომელიც 1-5 ივლისს თბილისში მიმდინარეობს, სხვადსხვა ქვეყნის კანონმდებლები ორმხრივ შეხვედრებს მართავენ.

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედიმიტრი ხუნდაძე მაკედონიის რესპუბლიკის ასამბლეის ჯანდაცვისა და ეთნიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ვლადიმირ გიორჩევს შეხვდა. ორი ქვეყანის ჯანდაცვის სისტემების განხილოვასთან ერთად, შეხვედრის უმთავრესი ნაწილი ქვეყნებში დემოგრაფიული პოლიტიკის განხორციელების პრიორიტეტებს დაეთმო.

„მაკედონიელ კოლეგასთან შეხვედრისას ჯანდაცვისა და სოციალური თემატიკის გარდა დემოგრაფიული პოლიტიკის მიმართულებები მიმოვიხილეთ. ისევე როგორც საქართველოში, მაკედონიის რესპუბლიკაშიც ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი მეთვალყურეობას უწევს დემოგრაფიული განვითარების საკიტხებს. მაკედონიელ სტუმარს საქართველოს მიერ განხორციელებული ცვლილებები და პარლამენტის მიერ მიღებული „სახელმწიფო დემოგრაფიული უსაფრთხოების“ დოკუმენტი გავაცანი და მის შესახებ ვისაუბრეთ. როგორც აღინიშნა, მაკედონიაშიც დემოგრაფიის კუთხით ანალოგიური პრობლემებია და ის შედეგები, რაც საქართველოში გატარებულმა ღონისძიებებმა მოიტანა მაკედონიისთვის საინტერესო და მნიშვნელოვანია“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ქართველი და მაკედონიელი კოლეგები შემდგომი თანამშრომლობის მიმართულებებზე და აქტიური კომუნიკაციის საკითხებზე შეთანხმდნენ. ვლადიმირ გიორჩევმა, რომელიც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში მაკედონიის დელეგაციის წევრს წარმოადგენს, შეხვედრები პრემიერ-მინისტრთან და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა მინისტრთანაც გამართა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42