ფინანსთა მინისტრმა ფრანსუა პეჰშოსთან შეხვედრა გამართა
პოლიტიკა - 18:51, 04 Jul, 2016     514
2016 წლის 4 ივლისს, ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალ მუდმივ წარმომადგენელთან საქართველოში ფრანსუა პეჰშოსთან, (François Painchaud) რომელიც უფლებამოსილების შესრულებას მიმდინარე წლის ივლისიდან შეუდგა. შეხვედრას, ასევე, დაესწრო სსფ-ის ყოფილი მუდმივი წარმომადგენელი აზიმ სადიკოვი.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია. ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა ფრანსუა პეჰშოს მიულოცა საქართველოში საქმიანობის დაწყება და იმედი გამოთქვა, რომ სსფ-ის ახალ მუდმივ წარმომადგენელთან და მის გუნდთან გაგრძელდება მჭიდრო ურთიერთობა.

ფინანსთა მინისტრმა, ასევე, მადლობა გადაუხადა აზიმ სადიკოვს საქართველოში 4-წლიანი მოღვაწეობისთვის.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის მუშაობის საკითხები, საუბარი შეეხო საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მიმდინარე პროგრამას და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებს.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალი მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ფრანსუა პეჰშო გამოცდილი ეკონომისტია, მას განათლება მიღებული აქვს ლავალის უნივერსიტეტში. საერთაშორისო სავალუტო ფონდში მუშაობს 2009 წლიდან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42