"საქართველოში არაოფიციალური მონაცემებით 2000-მდეა ბოშა ცხოვრობს"-ქეთევან ციხელაშვილი
პოლიტიკა - 18:17, 04 Jul, 2016     1286
სასტუმრო „რუმს თბილისში“, სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის თემატური ჯგუფის სამუშაო სხდომა გაიმართა თემაზე - „ბოშათა თემის მდგომარეობა საქართველოში“.

შეხვედრა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ციხელაშვილმა გახსნა.

სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, სახელმწიფო უწყებათაშორის კომისიის ფარგლებში შეიქმნება სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც საქართველოში მცხოვრებ მცირერიცხოვან და განსაკუთრებით მოწყვლად ეთნიკური ჯგუფების პრობლემატიკაზე იმუშავებს.

„ბოშათა თემის საკითხი არა მხოლოდ საქართველოში, ასევე ბევრ ევროპულ ქვეყნაში პრიორიტეტული გახლავთ. ამ კუთხით ბევრი გამოწვევა გვაქვს - დაწყებული ბოშათა რეგისტრაციიდან, დასრულებული სტერეოტიპებით, რომელიც საზოგადოებაში შეიძლება არსებობდეს. ჩვენი მონაცემებით დღეს საქართველოში მცხოვრები ბოშებიდან მხოლოდ მესამედია დარეგისტრირებული, დანარჩენი ფაქტობრივად სამართლებრივ სივრცეში არ არის. გარდა ამისა, გამოწვევებია ბოშებისთვის განათლებისა და სოციალურ-ეკონომიკურ შესაძლებლობებზე ხელმისაწვდომობის კუთხით,“ - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილის ინფორმაციით, საქართველოში არაოფიციალური მონაცემებით 2000-მდეა ბოშა ცხოვრობს.

სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის თემატური ჯგუფის სამუშაო სხდომა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებითა და საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მხარდაჭერით გაიმართა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42