საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, მას არ სურს საქართველოს მთავრობაში იხილოს მინისტრები, რომლებიც ანტიევროპულ და პრორუსულ პოლიტიკას გაატარებენ:
„მოვესწარი ამ ქვეყანაში ცხოვრებას , როდესაც მხოლოდ პრორუსები მართავდნენ. მე დარწმუნებული ვარ, ეს აღარასოდეს დაბრუნდება. ამას უნდა მივაღწიოთ თანამშრომლობით და არა ძალადობით. არ უნდა გამოგვივიდეს ისე, რომ საზოგადოების ნაწილი გამოვაცხადოთ დამნაშავედ, რადგან განსხვავებული აზრი აქვს. დამნაშავეებად ადამიანებს აცხადებს კანონი და პროკურორი. არ ვიცი და არ ვარ დარწმუნებული ვიხილავ თუ არა პრორუსულ ძალებს მომავალ პარლამენტში. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალ პარლამენტში იქნება რამდენიმე პარტია წარმოდგენილი, მიუხედავად იმისა ვის რა ოცნებები და ილუზიები აქვს ერთპარტიულ პარლამენტზე. დარწმუნებული ვარ იქნება პროდასავლური უმრავლესობა რომელიც შექმნის ასეთივე მთავრობას“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






