დავით უსუფაშვილი მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა
პოლიტიკა - 16:46, 04 Jul, 2016     992
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარე, დარკო პაიოვიჩი მიიღო, რომელიც თბილისში მიმდინარე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე ყოველწლიურ სესიაზე დასასწრებად იმყოფება.

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობასა და თანამშრომლობის გაღრმავებაზე, თბილისში მიმდინარე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე ყოველწლიურ სესიაზე, საქართველოსა და მონტენეგროს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესზე ისაუბრეს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კოლეგას მონტენეგროს ნატო-ში გაწევრიანება კიდევ ერთხელ მიულოცა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ დავით უსუფაშვილმა და დარკო პაიოვიჩმა ერთობლივი განცხადებები გააკეთეს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ორ ქვეყანას ბევრი საერთო მიზანი და ამოცანა აქვს.

„მოგეხსენებათ, საქართველოს და მონტენეგროს საკითხები პარალელურ რეჟიმში იხილებოდა და შემდეგ ჩვენ, საქართველოს, ნატოდან დაგვისვეს კითხვა: ხომ არ გვექნებოდა პრობლემა იმის გამო, რომ მონტენეგროს გაწევრიანების საკითხი უფრო ადრე გადაწყდებოდა. ჩვენი პასუხი იყო დაუყოვნებლივ ის, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მომხდარიყო მონტენეგროს საკითხის გადადება, თუ საქართველოს საკითხის გადადება ხდებოდა. იმიტომ, რომ თუ ჩვენ გვინდოდა ძლიერი ნატო, ჩვენ გვინდა მეტი ქვეყანა ნატოში და ასეთ შემთხვევაში ექნება საქართველოს მეტი შანსი იმისთვის, რომ ამ მიმართულებით მიიღოს სასურველი შედეგი - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილს და ქართველ ხალხს მასპინძლობისა და სტუმართმოყვარეობისთვის მადლობა გადაუხადა. მისი განცხადებით, მონტენეგროს ნატო-ში ინტეგრაცია კიდვე ერთი გზავნილია საქართველოსთვის, რომ ნატო-ს კარი ღიაა.

„ეს არის კიდევ ერთი დადასტურება ჩვენს ერებს შორის მსგავსების, მეგობრობის, ასევე, მინდა მადლობა გადაგიხადოთ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე ყოველწლიური სესიის ორგანიზებისთვის. ასამბლეის მასპინძლობა დიდი პატივია და ასევე, დიდი პასუხისმგებლობა. ეუთო ყოველთვის უჭერდა მხარს ჩვენს ქვეყნებს დემოკრატიული განვითარების პროცესში. ასევე, მსურს მადლობა გადავუხადო საქართველოს მესიჯებისთვის და მხარდაჭერისთვის. მას შემდეგ, მონტენეგრომ ხელი მოაწერა ნატოსთან შეერთების პროტოკოლს. მჯერა, რომ მონტენეგროს წარმატება იქნება ძლიერი მესიჯი სხვა სახელმწიფროებისთვის, ასევე, დასტური, რომ ნატოს კარი ღიაა, - განაცხადა მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარემ.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42