სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გერმანიის ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა
პოლიტიკა - 16:41, 04 Jul, 2016     793
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დელეგაციას შეხვდა. დელეგაციას, რომლის შემადგენლობაში ბიზნესსექტორის წარმომადგენლები შედიოდნენ, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგარეო ვაჭრობის, ინვესტიციების მხარდაჭერის და ტექნოლოგიების პოლიტიკის დირექტორი ტილო კლინერი ხელმძღვანელობდა.

შეხვედრაზე ლევან დავითაშვილმა დელეგაციის წევრებს საქართველოს სოფლის მეურნეობის დარგის საინვესტიციო შესაძლებლობები გააცნო. მინისტრის მოადგილემ დეტალურად ისაუბრა სახელმწიფოს მხრიდან დარგის განვითარების კუთხით განხორციელებულ პროექტებზე, რომლებიც ქვეყანაში დარგის სწრაფ და ეფექტიან განვითარებას, ფერმერთა კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, ადგილობრივი წარმოების ზრდას და აგრობიზნესის განვითარების სტიმულირებას ისახავს მიზნად.

დელეგაციის წევრმა, ღვინის კომპანია ,,შუხმან ვაინსის“ დამფუძნებელმა, ბურხართ შუხმანმა ქართულ მხარესთან მეღვინეობის მიმართულებით თანამშრომლობის დადებით შედეგებზე ისაუბრა. შეხვედრაზე ბურხართ შუხმანი ,,ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამით“ დაინტერესდა და ახლო მომავალში ქართულ მხარესთან აღნიშნული მიმართულებით კონკრეტულ საინვესტიციო წინადადებების განიხილვის სურვილი გამოთქვა.

შეხვედრაზე ,,პროკრედიტ ჰოლდინგის“ მმართველი საბჭოს წევრმა, ბორისლავ კოსტადინოვმა სახელმწიფო პროექტების, შეღავათიანი აგროკრედიტი და აგროდაზღვევა, ფარგლებში, თანამშრომლობის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ გერმანული მხარე მზად არის სოფლის მეურეობის სექტორის მხარდაჭერა და საქართველოსთან თანამშრომლობა აქტიურად გააგრძელოს.

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გერმანელ სტუმრებთან საერთაშორისო ბაზრებზე ქართული პროდუქციის პოპულარიზაციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელშეწყობით ქართული კომპანიები აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო აგროგამოფენებში, მათ შორის ბერლინში გამართულ მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ და პრესტიჟულ გამოფენაში ,,მწვანე კვირეული“ (Gruene Woche). როგორც ლევან დავითაშვილმა განაცხადა, დღეს, როცა საქართველომ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ ხელშეკრულება გააფორმა, საქართველოსთვის გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასთან სოფლის მეურნეობის მიმართულებით აქტიური თანამშრომლობა, ერთობლივი პროექტების განხორციელება და გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42