„გასაგებია მათი არსებობა. ეს იმას ნიშნავს, რომ საკითხისადმი პლურალისტური მიდგომა არსებობს. არიან, მაგრამ გადაწყვეტილების მიმღებ პროცესზე არ მოქმედებენ. ერთია, როცა პროპაგანდა გარედანაა ინსპირირებული და მეორე, როცა ქვეყანაში ცდილობენ იმ აზრის დამკვიდრებას, რომ საქართველოს პროდასავლური კურსი რეალურად შედეგის მომტანი არაა. დღევანდელი ჩვენი პოლიტიკა იმისკენაა მიმართული, რომ რისკები შემცირდეს და თავიდან ავირიდოთ ის, რაც 2008 წლის აგვისტოში მოხდა და არა იმაზე, რომ დათვს ბაბაია დავუძახოთ. გამოკვლევები აჩვენებს, რომ პრორუსული პროპაგანდის გავლენის ქვეშ მოსახლეობის მცირე ნაწილი მოექცა. NDI–ის კვლევით შარშან ამგვარად ოცდაათი პროცენტი ფიქრობდა, წელს კი მათი რაოდენობა ოც პროცენტამდე დავიდა. პირველ შემთხვევაში თავად “ენდიაიმ” აღიარა, რომ კითხვა მკაფიოდ არ იყო დასმული და რესპონდენტებს შესაძლოა “ევროკავშირი” და “ევრაზიული კავშირი” ერთმანეთში არეოდათ. ეს მეთოდოლოგიური შეცდომა იყო. მე პირადად ვერ ვხედავ, რომ ანტირუსული პროპაგანდა სახიფათო ნიშნულზე იყოს. ჩვენ ისეთ რეგიონში ვცხოვრობთ და განვითარების ისეთ ფაზაში ვიმყოფებით, როცა ოცი პროცენტი ოკუპირებულია, ცხადია, არხეინად ვერ ვიქნებით. ჩვენ ნებისმიერი რბილი ძალის მოქმედებას უნდა აღვუდგეთ.“- აცხადებს არჩილ გეგეშიძე.
წყარო "ნეტგაზეთი"
მასალის გამოყენების პირობები






