ბაქოში მარაბდა-კარწახის სარკინიგზო მონაკვეთის მშენებლობა-რეკონსტრუქციის მიმდინარე საკითხები განიხილეს
პოლიტიკა - 15:48, 04 Jul, 2016     879
აზერბაიჯანში ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის მარაბდა-კარწახის მონაკვეთის რეაბილიტაციის, რეკონსტრუქციისა და მშენებლობის 25-ე ორმხრივი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც საქართველოს პირველი ვიცე–პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და აზერბაიჯანის ტრანსპორტის მინისტრი ზია მამედოვი უძღვებოდნენ. საბჭოს სხდომაში ასევე მონაწილეობდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით ხუციშვილი.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და აზერბაიჯანზე გამავალი სატრანზიტო დერეფნის განვითარების მნიშვნელობაზე, აგრეთვე იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომელთა განხორციელებაც მნიშვნელოვნად გაზრდის აღნიშნული მიმართულების კონკურენტუნარიანობას. ასეთ პროექტებს შორისაა ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზა, რომელსაც შეუძლია მნიშვნელოვნად შეამციროს ტრანზიტის ხანგრძლივობა ევროპასა და ჩინეთს შორის.

სხდომაზე მხარეებმა განიხილეს მარაბდა-კარწახის სარკინიგზო მონაკვეთის მშენებლობა-რეკონსტრუქციის მიმდინარეობასთან დაკავშირებული საკითხები, მოისმინეს ანგარიში შესრულებული სამუშაოების შესახებ და შეთანხმდნენ იმ ქმედებებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზის სრულფასოვანი ამოქმედებისთვის.

ვიზიტის ფარგლებში ასევე გაიმართა დიმიტრი ქუმსიშვილის პირისპირ შეხვედრა ზია მამედოვთან, რომლის დროსაც განხილული იყო საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის განვითარების საკითხები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42