ჩატაევის გათავისუფლებას ნაადრევად მივიჩნევდი - თეა წულუკიანი
პოლიტიკა - 13:44, 04 Jul, 2016     1570

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აჰმედ ჩატაევთან დაკავშრებით კიდევ ერთ განმარტებას აკეთებეს. მისი განცხადებით, იგი არასდროს უჭერდა მხარს ჩატაევის გათავისუფლებას და ყოფილ ხელისუფლებასთან შეკითხვები დღემდე აქვს:

"რაც შეეხება ჩატაევს და მის მფარველ სააკაშვილს, მე ამ თემასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ ჩატაევის გათავისუფლებამდე მქონდა კითხვები. რაკი მქონდა კითხვები, ამიტომ მის გათავისუფლებას მივიჩნევდი ნაადრევად. თუმცა, მთავარი პროკურორის მიერ იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ იმ კონკრეტული იარაღის უკანონო ტარების საქმეში, რომელზეც მას ბრალი ედებოდა, ბრალი ყოფილიყო მოხსნილი. ასეა თუ ისე, ამ თემებზე დისკუსია კარგია, მაგრამ აუცილებელია, რომ ჩვენ არასდროს დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ როდესაც საქმე ეხება პანკისს, სახელმწიფო უსაფრთხოებას, თუნდაც სახელმწიფო საიდუმლოების და საიდუმლო აგენტების თემებს, აქ დისკუსია კარგია, მაგრამ მეტისმეტი ენაწყლიანობა ვნებს ქვეყანას, ეს უბრალოდ, რჩევა და თხოვნა მექნებოდა ყველასადმი," - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრი ჩატაევის და ყოფილი ხელისუფლების პირების ურთიერთობასთან დაკავშირებოთ არსებულ კითხვებზე საუბრობს და პირობას იძლევა, რომ ეს საქმე აუცილებლად იქნება გამოძიებული.

"დიახ, არსებობდა კითხვები, რადგან პრეზიდენტი, ვანო მერაბიშვილი და მისი მოადგილე ბატონი ლორთქიფანიძე მოიაზრებოდნენ, როგორც ჩატაევის ქვეყანაში შემომყვანები უკრაინიდან, იყენებდნენ მას სხვადასხვა, მათთვის საინტერესო თემებზე და როდესაც რაღაც არ მოეწონათ, ჩასვეს ციხეში და ასე ციხეში ჩასმული დაგვხვდა ჩვენ. მე რუსთავი 2-ს გპირდებით, რომ აუცილებლად იქნება ეს გამოძიება, როგორც კი სააკაშვილი აღმოჩნდება ქართველი სამართალდამცავების ხელში," - აცხადებს თეა წულუკიანი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42