ირაკლი ალასანიამ "თავისუფალი დემოკრატების" ახალი წევრი წარადგინა
პოლიტიკა - 13:06, 04 Jul, 2016     1607

პარტია "თავისუფალ დემოკრატებს"კიდევ ერთი ახალი წევრი ჰყავს. პარტიის რიგებს დევი ტაბიძე შეუერთდა. ტაბიძე საზოგადოებას "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ წარუდგინა და მას ‘’თავისუფალი დემოკრატების’’ მანდატი გადასცა. დევი ტაბიძე გახლავთ მედიცინის აკადემიური დოქტორი, ექიმი გინეკოლოგ-რეპროდუქტოლოგი, ჯანდაცვის ორგანიზატორი- მენეჯერი, დამოუკიდებელი ექსპერტი ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხებში. მას აქვს 21 საერთაშორისო სერთიფიკატი ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხებში. დევი ტაბიძე თბილისის სამ წამყვან უნივერსიტეტში არის მოწვეული პროფესორის სტატუსით.

‘’ჩვენს რიგებს შემოემატა მედიცინის აკადემიური დოქტორი ბატონი დევი ტაბიძე. ის არის საკმაოდ კვალიფიციური და თავის საქმის პროფესიონალი. დევი ტაბიძემ განვლო საინტერესო და მნიშვნელოვანი გზა რიგითი კლინიკური ორდინატორიდან მედიცინის დოქტორამდე. მათ შორის 16 წელი აღმასრულებელ სექტორში და 12 წელი კლინიკურ მედიცინაში . ბატონი დევი არის ცნობილი ექიმების ოჯახში აღზრდილი მეოთხე თაობის ექიმი, რომელიც დღესაც ზრდის მომავალ თაობებს. დღეს მან სურვილი გამოთქვა დადგეს ‘’თავისუფალი დემოკრატების’’ გვერდში და ჩვენთან ერთად იზრუნოს ახალი, თანამედროვე, დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობაში, რომლის ერთ-ერთი ძირითადი ნაწილია სოციალური და ჯანდაცვის სფერო. ამ სფეროებში პრობლემები, კი სამწუხაროდ მრავლად არის ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ ბატონ დევისთან, დავით თელიასთან, კოკა ფრუიძესთან და ‘’თავისუფალი დემოკრატების’’ ძლიერ გუნდთან ერთად ვუმუშავებთ უკეთესი ჯანდაცვის სისტემის შესაქმნელად’’, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42