ხელისუფლების მიერ ოპონენტებზე ფიზიკური ანგარიშსწორება - GDI ანგარიში კორცხელზე
პოლიტიკა - 12:50, 04 Jul, 2016     1044
საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ (GDI) ანგარიშის - ,,კორცხელი - ხელისუფლების მიერ პოლიტიკურ ოპონენტებზე ფიზიკური ანგარიშსწორება“ პრეზენტაცია გამართა. ანგარიშში ქრონოლოგიურად არის ასახული 2016 წლის 22 მაისს კორცხელში, საარჩევნო უბანთან განვითარებული მოვლენები, შეფასებულია სამართალდამცავ ორგანოთა საქმიანობის ეფექტურობა, როგორც პრევენციის, ისე სამართალდარღვევათა აღკვეთისა და გამოძიების წარმოების თვალსაზრისით, მოყვანილია ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების ასევე, ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეფასებები. ანგარიშის მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა ძალადობის ფაქტების იდენტიფიცირებასა და მათ სამართლებრივ კვალიფიკაციას.

ანგარიში კიდევ ერთხელ თვალნათლივ ცხადჰყოფს, რომ ფიზიკური ძალადობა, რომელიც პირდაპირ ან ირიბად წახალისებულია ხელისუფლების მხრიდან 2016 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ ერთერთ მთავარ გამოწვევად რჩება.

დამაფიქრებელია სამართალდამცავი უწყებების არასათანადო რეაგირება ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ ძალადობის შემთხვევებზე. ანგარიშში უარყოფითადაა შეფასებული კორცხელში, შემთხვევის ადგილზე მყოფ პოლიციელთა ქმედებები, რომლებსაც არც ძალადობის პრევენციის მცდელობა ჰქონიათ და არც მოძალადე სამართალდამრღვევი პირები დაუკავებიათ. ანგარიშის მნიშვნელოვანი ნაწილი ეთმობა საგამოძიებო ორგანოების მიერ სამართალდამრღვევთა გამოვლენისა და პასუხისგებაში მიცემის გაჭიანურებას, დანაშაულებრივი ქმედებებისათვის დროულად და სწორ კვალიფიკაციაზე უარის თქმას, სამართალის შერჩევითად გამოყენების შემთხვევებს, მთავრობისა და მმართველი პარტიის ზოგიერთი თანამდებობის პირის საჯარო განცხადებებს, რომლებიც მიზნად ისახავდა საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და ფაქტების არასწორად წარმოჩენას.

საქართველოს დემოკრატიულ ინიციატივას მიაჩნია, რომ 2016 წლის არჩევნების მშვიდობიან გარემოში ჩასატარებლად, აუცილებელია სახელმწიფომ მიიღოს ეფექტური ზომები კორცხელში ჩადენილი ძალადობის ფაქტების სრულად და ეფეტურად გამოსაძიებლად, მოძალადე პირების გამოსავლენად და მათ მიმართ სწრაფი მართლმსაჯულების განსახორციელებლად. მათ შორის სწრაფი, ეფექტური და გამჭირვალე გამოძიება უნდა წარიმართოს პოლიტიკური ძალადობის წაქეზებასა და მის სავარაუდო ორგანიზებაში ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირთა შესაძლო მონაწილეობის კუთხითაც.

ანგარიშის სრული ვერსია იხილეთ ლინკზე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42