ბიუჯეტიდან მოპარული მილიონები, ონლაინ-კაზინო და ჯანყარაშვილი-ღარიბაშვილის შესაძლო კვალი სკანდალურ საქმეში 
პოლიტიკა - 11:23, 04 Jul, 2016     6347
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის სკანდალური საქმის ახალი დეტალები -

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ყოფილი მთავარი ბუღალტერი, ბრალდებული თამარ ფხოველიშვილი კომპანიის მაშინდელ ხელმძღვანელ არჩილ ცაბუტაშვილსა და ზვიად ჯანყარაშვილს ადანაშაულებს. მისი თქმით, დანაშაულებრივ სქემაში, რომელსაც ცაბუტაშვილი კურირებდა, მას მწვანე შუქი ზვიად ჯანყარაშვილისგან და კახელების კლანიდან ჰქონდა.

მსჯავრდებული "პოსკრიპტუმთან" საუბრისას დეტალურად საუბრობს იმ სქემაზე, თუ როგორ ხდებოდა საბიუჯეტო თანხების მითვისებისთვის ინტერნეტ-კაზინოების გამოყენება.

ცაბუტაშვილი ღარიბაშვილის ცოლის ახლო ნათესავის, ზვიად ჯანყარაშვილის მეჯვარეა. მსჯავრდებული "კახური კლანის" ინტერესებზე ალაპარაკდა და თქვა, რომ ცაბუტაშვილს და მის ზემდგომებს ჯოხის გადატეხვა მხოლოდ ფხოველიშვილისთვის უნდათ.

თამარ ფხოველიშვილი ცაბუტაშვილის მეგობარი იყო, მას შემდეგ რაც ცაბუტაშვილი წყალმომარაგების კომპანიის დირექტორად დაინიშნა მან კომპანიის ბუღალტრად სწორედ ბავშვობის მეგობარი მიიყვანა.

"არჩილ ცაბუტაშვილი გახლავთ ჯანყარაშვილის ბავშვობის მეგობარი და ნათლი-მირონი. სწორედ ამ უკანასკნელი მეშვეობით ბატონი არჩილი გახლავთ ირაკლი ღარიბაშვილთან და ზოგადად კახელების კლანთან დაახლოებული პირი, როს გამოც პროკურატურის მხრიდან მოხდა მასზე ხელის დაფარება"- წერს ფხოველიშვილი წერილში, რომელიც მსჯავრდებულმა ქალთა კოლონიიდან "პოსკრიპტუმს" გამოუგზავმა.

სატელეფონო საუბრისას კი ფხოველიშვილი დეტალურად იხსენებს იმ სქემას, როგორ რიცხავდა ის გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ყოფილი მთავარი ბუღალტერი ბიუჯეტის კუთვნილ ფულს ონლაინ-კაზინოს ანგარიშზე და დირექტორის დავალებით პოკერის თამაშს იწყებდა საბოლოო ჯამში თანხა სხვადასხვა ანგარიშებზე ხვდებოდა ამ კომპანიების უკან კი მსჯავრდებულის მტკიცებით სწორედ ფხოველიშვილი იდგა.

"ეს ცაბუტაშვილის დავალება იყო - ასე უნდა გამეკეთებინა. 7 საათის მერე უნდა შევსულიყავი - მომწერდნენ იუზერის სახელს და ვითომ წავაგე და უნდა გადამერიცხა თანხები. სავარაუდოდ ამ თანხებს ცაბუტაშვილს ნაღდი ფულის სახით აძლევდნენ"- აცხადებს ფხოველიშვილი.

მსჯავრდებული აცხადებს, რომ ცაბუტაშვილი მარტო არ მოქმედებდა. ის ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ცაბუტაშვილს მწვანე შუქი "ზევიდან" აუნთეს.

არჩილ ცაბუტაშვილი ზვიად ჯანყარაშვილთან მეგობრობას არ უარყოფს თუმცა ფხოველიშვილის განცხადებას, რომ საბიუჯეტო თანხების მითვისების საქმეში მას ყოფილი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი და ზვიად ჯანყარაშვილი მფარველობდნე სიცრუეს უწოდებს.

ის გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ყოფილი მთავარი ბუღალტერს კრიმინალს უწოდებს.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42