ქართული დელეგაციის მიერ მომზადებულ ცვლილებების პროექტს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტმა მხარი დაუჭირა
პოლიტიკა - 15:30, 03 Jul, 2016     1415
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკისა და უსაფრთხოების საერთო კომიტეტის სხდომაზე საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის მიერ მომზადებულ ცვლილებების პროექტს მხარი დაუჭირეს. 87 პუნქტიან რეზოლუციის პროექტში საქართველოს მხარემ 4 ცვლილება წარმოადგინა, რომლითაც

საპარლამენტო ასამბლეა რუსეთის ფედერაციას დაბეჯითებით მოუწოდებს სრულად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ხელმოწერილი ექვსპუნქტიანი შეთანხმება;

საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას უზრუნველყოს ჰუმანიტარული ტვირთის თავისუფლად გადაადგილების ხელშეწყობა აფხაზეთში/საქართველო და ცხინვალის რეგიონში/საქართველო;

ხაზს უსვამს საქართველოს კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარების პროცესში ეუთოს როლის გაძლიერებას, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის ფორმატში;

სთავაზობს მონაწილე სახელმწიფოებს გააქტიურონ საერთაშორისო დიალოგის მექანიზმები საერთაშორისო უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის აფხაზეთში/საქართველო და ცხინვალის რეგიონში/საქართველო.

ქართული დელეგაციის მიერ მომზადებულ ცვლილებებს კომიტეტმა მხარი რიგით მესამე სხდომაზე უყარა. დილის სხდომა კი რეზოლუციის პროექტზე მუშაობით დაიწყო.

კომიტეტის თავმჯდომარემ როჯერ ვიკერმა კომიტეტის წევრებს სხდომის დასაწყისში განსახილველი საკითხების სიმრავლიდან გამომდინარე, პროცედურების და დროის მკაცრად დაცვისკენ მოუწოდა.

საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა შვედეთის წარმომადგენლის, მარგარიტა სედერფელტისმიერ კომიტეტის პირველ სხდომაზე წარმოდგენილ მოხსენებასთან დაკავშირებით ცვლილებები და შენიშვნები წარმოადგინეს.

რეზოლუციის პროექტის განხილვა დებატების ფორმატში წარიმართა და პროექტის თითოეულ პუნქტის მომხრე და საწინააღმდეგო განცხადებები გაკეთდა. რეგლამენტის შესაბამისად განხილულ პუნქტებზე კენჭისყრის პროცედურები გაიმართა. აღსანიშნავია, რომ რუსეთის ფედერაციის დელეგაციის მიერ მომზადებული ცვლილებები, რომელთა შინაარსიც უკრაინასა და ყირიმში განხორციელებულ მოვლენებს შეეხებოდა, კომიტეტის წევრთა უმრავლესობის მხრიდან არ იქნა გაზიარებული.

რეზოლუციის პროექტის განხილვის დასრულების შემდეგ კომიტეტის მესამე სხდომა დასრულდა.

კომიტეტის მორიგი სხდომა ხვალ 09:00 საათზე გაიმართება, რომელიც დამატებითი ოქმების განხილვას დაეთმობა. ხვალინდელ სხდომაზე ქართული მხარის მიერ მომზადებული დამატებითი პუნქტის „კონფლიქტი საქართველოში“ განხილვა იგეგმება, რომელსაც ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი წარადგენს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42