ეუთოს საპარლამენტო სესიის ფარგლებში გენდერულ საკითხებზე მსჯელობა გაიმართა
პოლიტიკა - 19:15, 03 Jul, 2016     1067
საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“, სადაც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის საკომიტეტო და პლენარული სხდომები მიმდინარეობს, დღეს გენდერულ საკითხებზე ფართო მსჯელობა გაიმართა.

გენდერულ საკითხებზე დისკუსია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ჯგუფის ხელმძღვენელმა გახსნა. მონაწილეებს სიტყვით პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე მანანა კობახიძემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში სოფო ჯაფარიძემ და ქალთა საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა ელენე რუსეცკაიამ მიმართეს.

მანანა კობახიძე: „ვამაყობ იმ ფაქტით, რომ საქართველოს ხელისუფლების მთელი გუნდი, პარლამენტი და მთავრობა ძალიან მოტივირებულები არიან, რათა გენდერული თანასწორობის მისაღწევად კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას. ჩვენ მივიღეთ საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნული სტრატეგია, რომელიც ორიენტირებულია გენდერული თანასწორობის ხელშეწყობაზე. როგორც გენდერული თანასწორობის საბჭოს, ჩვენ გვაქვს ძლიერი ინსტიტუციური მექანიზმები საკანონმდებლო დონეზე, რომელიც მონიტორინგს ახორციელებს 2014-2016 წლების გენდერული თანასწორობის ეროვნული სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციაზე და აკვირდება მთავრობის აქტივობებს შესაბამისი კანონის - „გენდერული თანასწორობის შესახებ“ შესაბამისად. ასევე, უკვე შექმნილია მთავრობაში სპეციალური ინსტიტუციონალური მექანიზმი. ვგულისხმობ პრემიერ-მინისტრის თანაშემწეს ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში, მის აპარატს და შესაბამის უწყებათაშორისი თანამშრომლობის ჯგუფებს.

„გენდერული თანასწორობის შესახებ“ კანონში შესაბამისი ცვლილებების განხორციელებით შევქმენით ინსტიტუციონალური მექანიზმი ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე გენდერული თანასწორობის მისაღწევად რომელიც შესაბამის მუნიციპალურ ორგანოებში, გენდერული თანასწორობის საბჭოების შექმნას გულისხმობს. ეს საბჭოები საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოსთან კოორდინაციაში იმუშავებენ.

გარდა ამისა, საქართველოს ხელისუფლება აქტიურადაა ჩართული გენდერული ძალადობის ნებისმიერი ფორმის წინააღმდეგ ბრძოლაში. 2014 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის მიზანია, შეიქმნას ეფექტური მექანიზმები ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღმოფხვრისთვის.

ამ მიმართულებით, ათეულობით საკანონმდებლო ცვლილება მომზადდა. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს, ჩვენ ხელი მოვაწერეთ „სტამბოლის კონვენციას“. კონვენციის რატიფიცირების სწრაფად განხორციელების მიზნით, დღეს ჩვენ ეროვნული კანონმდებლობის დახვეწის გზაზე ვართ. ამ მიმართულებით სახელმწიფომ მიიღო კანონმდებლობა, რომელიც ახდენს იძულებითი ქორწინების კრიმინალიზაციას, ასევე, პარლამენტი კრძალავს 18 წლამდე პირთა ქორწინებას, სასამართლოს თანხმობის გარეშე“.

შეხვედრის და დისკუსიის პარალელურად საარქივო ფოტომასალის გამოფენა მოეწყო. ქალთა საინფორმაციო ცენტრმა წარმოადგინა 1918-1921 წლების საარქივო მასალა იმ ხუთი პარლამენტარი ქალის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ფოტოსურათებით, ვინც პირველი ქალი-პარალმენტარები გახდნენ მაშინ, როცა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ქალები ჯერ კიდევ ხმის მიცემის უფლებისთვის იბრძოდნენ.ა





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42