,,ჩატაევის გაშვება პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო... წულუკიანს ავიწყდება, რომ ის იყო ნომერ პირველი პროკურორი“ - შაშკინი
პოლიტიკა - 16:30, 03 Jul, 2016     2691
ვინ არის ახმედ ჩატაევი, რომლის სახელიც არა მხოლოდ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, კერძოდ ლაფანყურის საქმეს, არამედ საერთაშორისო სკანდალს, ამჯერად სტამბოლის ათათურქის აეროპორტის ტერაქტსაც კი დაუკავშირდა. თურქეთის ამერიკის შეერთებულ შტატებს ჩატაევის მოძებნაში დახმარებას სთხოვს, საქართველოში კი კითხვები ისმის - რატომ გაათავისუფლა ივანიშვილის ხელისუფლებამ ახმედ ჩატაევი? თავის მხრივ ბრალდებები ისმის სააკაშვილის ხელისუფლების მისამართით, დღევანდელი მმართველი ძალის წევრები ჩატაევს სააკაშვილის პირად აგენტსაც უწოდებენ, ხოლო მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ მიუხედავად მისი წინააღმდეგობისა, ჩატაევი ახალმა ხელისუფლებამ გაუშვა.

ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა, რომ ჩატაევი იყო სააკაშვილის და მისი ხელისუფლების აგენტი, რომელიც გამოიყენეს, ხოლო შემდეგ მისი მოშორება იყო გადაყვეტილი.

ლაფანყურის ოპერაციის ერთ-ერთი მონაწილე ყოფილი მაღალჩინოსანი გია ლორთქიფანიძე გამორიცხავს იმ წლებში ჩატაევისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებას და ამბობს, ლაფანყურის ოპერაციის დროს იძულებული გახდნენ ჩატაევი ჩართული ყოფილიყო, როგორც მომლაპარაკებელი შუამავალი, ,,იმ პერიოდში ჩატაევი იმყოფებოდა საქართველოში და ჩატაევი და ზელიმხან ხანგოშვილი ჩემი თხოვნით ჩაერთვნენ მოლაპარაკებაში, ავიდნენ იმ ადგილას, სადაც ეს ჯგუფი იმყოფებოდა, შემდეგ დაგვიკავშირდნენ ზელიმხან ხანგოშვილი და ჩატაევი და თქვეს, რომ ჯგუფთან მოლაპარაკებას აზრი არა აქვს იმიტომ, რომ ისინი ამბობნენ რომ, ჩვენ მუსულმანები ვართ და იარაღს ვერ დავყაროთო.“ - აცხადებს გია ლორთქიფანიძე და იქვე დასძენს, რომ ამის შემდეგ ჩატაევი შეუერთდა შეიარაღებულ დაჯგუფებას, მიუხედავად იმისა, რომ ის საქართველოს ხელისუფლები მხრიდან გაფრთხილებული იქნა, ,,მე განვუმარტე, რომ, თუ ის დარჩებოდა, ის გახდებოდა შეიარაღებული ჯგუფის წევრი და მის მიმართაც გატარდებოდა კანონით გათვალისწინებული ღონისძიება,“ - განაცხადა გია ლორთქიფანიძემ.

სესიაშვილის განცხადებას სიცრუეს უწოდებს, ხოლო ჩატაევის გათავისუფლებას კი პოლიტიკურ გადაწყვეტილებას სააკაშვილის ხელისუფლბის კიდევ ერთი მაღალჩინოსანი. დიმიტრი შაშკინი ,,ნიუპოსტთან“ ამბობს, რომ ჩატაევი დაკავებული იყო იაღარის უკანონო ტარებით და მას ჰქონდა წინასწარი პატიმრობა შეფარდებული, თუმცა მისი თქმით, ჩატაევთან დაკავშირებით გამოძიება უნდა გაგრძელებულიყო, რაც ახალმა ხელისუფლებამ არ განახორციელა და სასამართლომ მის გათავისუფლების შესახებ პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა.

_სამწუხაროა, როცა ხელისუფლების წარმომადგენელი, ადამიანი, რომელსაც თანამდებობიდან გამოდინარე ევალება იყოს გარკვეული კონკრეტულ საკითხებში, ცრუობს და თანაც ასე უტიფრად. მისმა საუბარმა დატოვა შთაბეჭდიელბა, რომ ის მიჰყვება იმ გზას, რომელიც თავის დროზე დაამკვიდა ჰიტლერის მთავარმა იდეოლგმა გებელსმა, რომელიც ამბობდა, რომ რაც უფრო დიდი სიცრუეს იტყვი, მით უფრო ადვილად დაიჯერებს ხალხი. 21-ე საუკუნეში ასეთი მიდგომა აღარ მუშაობს, რადგან არსებობს ინტერნეტი, სოცქსელები, არსებობს დამოუკიდებელი მასმედია და ასეთი სიცრუის დაჯრება უკვე შეუძლებელია.

სესიაშვილმა გუშინ თქვა, რომ ჩატაევი იყო სააკაშვილის პირადი აგენტი. მე მაინტერესებს, არსებობს ადამიანი, რომელიც ამ სისულელეს დაიჯერებს, რომ პრეზიდენტს ჰყავს თავისი აგენტები? სესიაშვილს ეტყობა ჰგონია, რომ სააკაშვილი იყო უშიშროების თანამშრომელი, რომელსაც თავის პირადი აგენტურა ჰყავდა? სააკაშვილი იყო პრეზიდენტი და ბუნებრივია, რომ პრეზიდენტს აგენტები არ ეყოლებოდა. ეს იყო მთავარი სკანდალური ინფორმაცია, რითაც ცდილობდა სესიაშვილი დაერწმუნება მოსახლეობა ამ სიცრუეში.

_სესიაშვილი გულისხმობდა იმას, რომ ჩატაევი იყო ხელისუფლების აგენტი და აღნიშნა კიდეც, რომ ის გამოიყენა სააკაშვილის ხელისუფლებამ...

_ის მუდმივად იმეორებდა, რომ ჩატაევი იყო სააკაშვილის პირადი აგენტი. თუ ის სააკაშვილში გულისხმობდა ხელისუფლებას, მაშინ ამაზეც არსებობს მარტივი ლოგიკური პასუხი. თუ ჩატაევი იყო საქართველოს ხელისუფლებასთან დაახლოებული პირი და აგენტი, მაშინ რატომ დააკავეს ჩატაევი? გუშინ ეს ახსნა გია ლორთქიფანიძემ ძალიან მარტივად, მაგრამ კიდევ გავიმეორებ. როდესაც იყო ლაფანყურში აღმოჩენილი შეიარაღებული ჯგუფი, საქართველოს ხელისუფლებამ მიმართა ახმედ ჩატაევს, რომლის გვარიც დაასახელეს იმ მებრძოლებმა, რომლებიც იქ იმყოფებოდნენ იმისათვის, რომ მშვიდობიანად გადაწყვეტილიყო ეს პრობლემა. ამაში არანაირი საიდუმლო არ არსებობს, რომ ჩატაევი სარგებლობდა გარკვეული ავტორიტეტით ზოგადად ჩრდილოკავკასიელ მებრძოლებში. საქართველოში ყოფნის პერიოდში ის არანაირ არაკანონიერ საქმიანობას არ ეწეოდა 2012 წლის აგვისტომდე. როდესაც მებრძოლების მხრიდან გამოითქვა სურვილი, რომ ის როგორც შუამავალი ჩართულიყო მშვიდობიანი მოლაპარაკების პროცესში, ჩატაევი ჩაიყვანეს მოლაპარაკებებზე, მოლაპარაკებების ჩავარდნის შემდეგ, ჩატაევმა უარი თქვა დაეტოვებინა ჯგუფი და ამ ნაბიჯით მან გააკეთა კანონსაწინააღმდეგო ქმედება, ის დარჩა შეიარაღებულ დაგუფებასთან ერთად და ავტომატურად დადგა კანონს საწინააღმდეგო მხარეს. რა მოტივით დარჩა ამ წუთისთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს - დარჩა რუსეთში გადასასვლელად თუ იდოლოგიური მოტივით. ფაქტია მან იმოქმედა კანონის წინააღმდეგ.

შემდეგი სიცრუე სესიაშვილის არის ის, რომ დაჭრილი ჩატაევი მოხოხავდა და მოვიდა თურმე ჩვენს მებრძოლებთან. ნებისმიერი ადამიანი, ვინც ლაფანყურში ყოფილა, სადაც მოხდა შეიარაღბული შეტაკება ჩვენს სპედანიშნეულების რაზმსა და მებრძოლებს შორის, გამორიცხულია, რომ ჩვენს საგუშაგოსთან ასე მარტივად ვინმე მისულიყო. იქ არის მთა და ჯანმრთელ ადამიანს გაუჭირდება გადაადგილება თან ხოხვით, არამცთუ დაჭრილს. ალპინისტიც რომ ყოფილიყო, დაჭირლს გაუჭირდებოდა.

ჩატაევი იყო აღმოჩენილი დაჭრილი სამძებრო ოპერაციის დროს, როცა მოხდა გვამების გამოტანა. სესიაშვილი ცრუობს როცა ამბობს, რომ ის გადაიყვენეს რათა ლიკვიდაცია მოეხდინათო. თუ ადამიანსი ლიკვიდაცია გინდა, გამოგყავს ტყიდან უტარებ ოპერაციას და მერე გეგმავ მის ლიკვიდაციას? ბარემ ტყეში მოკლავ თუ ლიკვიდაცია გაქვს გადაწყვეტილი.

_სესიაშვილმა განაცხადა, რომ ის იყო დაკავებული იარაღის უკანონო ტარებისთვის და არა ტერორიზმის მუხლით, მის სიტყვებს შეგახსენებთ: ,,ჩვენ ორი ლიმონკის საქმე დაგვხვდა ჩატავეზე და მას იცავდა როგორც ახალგზრდა იურისტთა ასოციაცია ასევე სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები“.

_აქ უკვე როგორც იურისტი გიპასუხებთ, რომ ჩატაევი იყო დაკავებული იარაღით. ბუნებრივია ვინაიდან მას ჰქონდა იაღაი უკანონოდ, შესაბამისად მასზე საქმე აღიძრა იარაღის უკანონო ტარებით და ჰქონდა შეფარდებული წინასწარი პატიმრობა, ამის შემდეგ გამოძიებას უნდა დაემტკიცებინა, როცა ჩატაევი იქ დარჩა, იყო თუ არა ამ ჯგუფის მიერ დაგეგმილი მოქმედებების მონაწილე, ანუ მისი ქმედება, მას შემდეგ რაც დარჩა უკანონო შეიარაღბულ ჯგუფში ჩვენს ტერიტორიაზე, უნდა დაემტკიცებინა გამოძიებას, თორემ წინასწარი პატიმრობა, ორთვიანი, ეს იყო შეფარდებული უკანონო იარაღის ტარებაზე. შემდგომი საქმიანობა იყო გამოძიების დასამტკიცებელი. წულუკიანს დაავიწყდა ეტყობა, რომ იმ პერიოდისთვის ის იყო ნომერ პირველი პროკურორი, და ის ამბობს, რომ იყო წინააღმდეგი, რომ ჩატაევი გათავისუფლებულიყო. ნომერ პირველი პროკურორი ამბობს ამას და მიუხედავად ამისა, ნომერ მეორე პროკურორი ჩატავე უხსნის ბრალდებას. ბესელიაც ცრუობს, როცა ამბობს, რომ სასამართლომ გაუშვა, არა - სასამართლომ დააკამაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა და სხვა გზა მას არ ჰქონდა. სასამართლო ვალდებული იყო დაეკმაყოფილებინა. წულუკიანმა თავისი განცხადებით სიტუაცია გაყიდა. ამიტომაც ასე უტიფრად ცრუობს სესიაშვილი. როცა პირველი პროკურორი ამბობს, რომ ის წინააღმდეგი იყო და მიუხედავად ამისა ჩატაევი გაუშვეს, ნიშნავს იმას, რომ ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება და არა ის, რომ ბრალდება იყო თურმე არასწორი. 4 წელია არ მთავრდება უაზრო სპეკულაციები, ქართული ოცნება მოვიდა სპეკულაციებით და სიცრუით, მოვდა ხელისუფლებაში იმით, რომ თურმე ჩვენ მოვკალით რაფალიანცი, 4 წელია არ ანაღვლებთ საქართველოს უსაფრთხოება, ცრუობენ და ჰგონიათ, რომ ხალხი ამას დაიჯერებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42