შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე პირადად იყო ჩართული ლაფანყურის სპეცოპერაციაში.
ლორთქიფანიძის განცხადებით, მათი პირველი ნაბიჯი შეიარაღებულ ჯგუფთან მოლაპარაკების გამართვა იყო, თუმცა აღნიშნულმა ჯგუფმა უარი განაცხადა თანამშრომლობაზე, როს შემდეგაც ქართველმა სამართალდამცავებმა ოპერაციაში ჩატაევი და ხანგოშვილი ჩართეს.
„შემდეგ, იძულებული ვიყავით მოლაპარკებებში ჩაგვერთო ვინმე ისეთი პირი, ვისაც ისინი უფრო მოუსმენდნენ. იმ პერიოდში ჩატაევი იმყოფებოდა საქართველოში და ჩატაევი და ზელიმხან ხანგოშვილი ჩემი თხოვნით ჩაერთვნენ მოლაპარაკებაში, ავიდნენ იმ ადგილას, სადაც ეს ჯგუფი იმყოფებოდა, შემდეგ დაგვიკავშირდნენ ჩატაევი და ხანგოშვილი და ჯგუფის პოზიცია გვითხრეს, რომ ისინი იარაღის დაყრას არ აპირებდნენ"- თქვა მან.
ლორთქიფანიძე ასევე იხსენებს იმ ფაქტს, რომ ჩატაევმა მუსულმანებიოსგან შემდგარი ჯგუფის დატოვებაზე უარი გაბაცხადა.
"ჩატაევი ამბობდა, რომ ვერ დატოვებს თავის მუსულმან ძმებს და იძულებულია, დარჩეს და მანაც მიიღოს ყველა იმ მოვლენებში მონაწილეობა, რომელიც შედეგ განვითარდებოდა. მე განვუმარტე, რომ, თუ ის დარჩებოდა, ის გახდებოდა შეიარაღებული ჯგუფის წევრი და მის მიმართაც გატარდებოდა კანონით გათვალისწინებული ღონისძიება"- აღნიშნა შს ყოფილმა მაღალჩინოსანმა.
ლორთქიფანიძემ ჩატაევის დაკავებაც გაიხსენა და აღნიშნა, რომ დაკავებისას ჩატაევს თან ჰქონდა ხელყუმბარა.
ვინაიდან "ჩატაევი თავიდან ბოლომდე მონაწიელობას იღებდა შეირაღებულ დაპირისპირებაში" ლორთქიფანიძისთვის გაუგებარია ქართული ოცნების ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებები, რომ ჩატაევის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა მტკიცებულების არარსებობის გამო, იქნა ის გათავისუფლებული.
რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ შესაძლოა, მას საქართველოს მოქალაქეობა ჰქონდა, ლორთქიფანიძე აცხადებს, რომ ჩატაევი საქართველოს მოქალაქეობას ვერ მიიღებდა. ,,ჩატაევი არ ყოფილა საქართველოს მოქალაქე და ამის გადამოწმება შეიძლება" - აცხადებს ლორთქიფანიძე.
მასალის გამოყენების პირობები






