დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და ჰუმანიტარულ საკითხთა საერთო კომიტეტის სხდომა გაიმართა
პოლიტიკა - 17:31, 02 Jul, 2016     952
ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) საპარლამენტო ასამბლეასაკომიტეტო სხდომების ფორმატში გრძელდება.

დღეს, დემოკრატიის, ადამიანის უფლებისა და ჰუმანიტარულ საკითხთა საერთო კომიტეტის წევრებს, კომიტეტის თავმჯდომარემ, იზაბელ სანტოშმა, სერბი დელეგატის, გორდან კომიჩის მოხსენებაგააცნო, რომელიც მიგრაციასთან დაკავშირებულ პრობლემებს ეხებოდა. მან აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მხრიდან გარკვეული ნაბიჯები უკვე გადადგმულია, მაგრამ გაცილებით მეტია გასაკეთებელი და ორგანიზაცია არ უნდა იყოს პასიურ პოზიციაზე.

„თუ ჩვენ ღია, კონსტრუქციულ დიალოგს გავაგრძელებთ, გაცილებით უკეთეს შედეგებამდე მივალთ. ეუთო არ უნდა შეჩერდეს წარსულ წარმატებებზე. ჩვენი მხრიდან გაცილებით მეტი უნდა გაკეთდეს ყველა იმ გამოწვევის მოსაგვარებლად, რაც თანამედროვე მსოფლიოში არსებობს, მით უფრო ადამიანის უფლებების და უსაფრთხოების მიმართულებით.“ - აღნიშნა იზაბელ სანტოშმა.

სერბი დელეგატის, გორდან კომიჩის მოხსენებაში ყურადღება ბოლო დროს მასობრივი მიგრანტებისთვის სხვადასხვა სახელმწიფოს მხრიდან საზღვრების ჩაკეტვის ფაქტებზე და გენდერული სპეციფიკის გათვალისწინებით ადამიანის უსაფრთხოებასთან მიმართებაში მიდგომების შემუშავების აუცილებლობაზეა გამახვილებული. მომხსენებელმა ეუთოს მონაწილე ქვეყნებს მოუწოდა შეწყვიტონ უფლებრივი და ფიზიკური ბარიერების შექმნა, ძალადობისგან თავდასაღწევად და თავის საშველად გადაადგილებული ადამიანების გზაზე და რაც შეიძლება სწრაფად მოახდინონ დევნილთა და თავშესაფრის მაძიებელთა ინტეგრირება შრომის ბაზარზე და გაითვალისწინონ ქალთა მოთხოვნები ყველა მიმართულებით, განსაკუთრებით, მიგრაციის სფეროში.

ძირითადი მოხსენების წარდგენის შემდეგ, კომიტეტის სხდომაზე დებატები გაიმართა.

დელეგატებმა ერთმნიშვნელოვანად აღნიშნეს, რომ იზიარებენ დემოკრატიის საერთო პრინციპებს და ღირებულებებს ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების მიმართულებით. მიგრაციულ კრიზისთან დაკავშირებით კი დაბალანსებულ პოლიტიკასა და მიდგომას ემხრობიან.

დებატებში მონაწილეობა მიიღეს და პოზიცია დაფიქსირეს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრებმა.

თედო ჯაფარიძე: „ მნიშვნელოვანი მოხსენებაა და ვთვლი, რომ ეს ორგანიზაციის წარმატებული მოღვაწეობის ერთერთი საფუძველი იქნება. მინდა გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება ამ მიმართულებით. მე ვარ ქვეყნიდან, რომელსაც ახსოვს ტანკები, განადგურებული ოჯახები, გატაცებული და დახოცილი ადამიანები. მაგრამ ჩვენ მარტო წარსულზე არ უნდა ვისაუბროთ, ჩვენ უნდა ვისაუბროთ მომავალზეც და უნდა გამოვიყენოთ ყველა საერთაშორისო გამოცდილება ამ გამოწვევების მოსაგვარებლად.“
გიორგი წერეთელი: „ლტოლვილები და მიგრანტები ჩვენი ქვეყნის პრობლემაცაა. ჩვენ ვიცით ამ ადამიანების ტრაგედიის მთელი სიღრმე და მათი პრობლემები. მეტი უნდა გავაკეთოთ, რომ ამ ადამიანების უფლებები იყოს დაცული და ვფიქრობ, საერთო ძალისხმევით შევძლებთ მდგომარეობის გამოსწორებას.“

ხვალ, კომიტეტის სხდომაზე დელეგატები რეზოლუციის პროექტს განიხილავენ, რომელიც 40 პუნქტისგან შედგება.

რეზოლუციებში ცვლილებების შეტანისა და კომიტეტების მიერ მათი მიღების შემდეგ, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა, 5 ივლისს სესიაზე, კენჭს უყრის თბილისის დეკლარაციას, სადაც შევა უკვე მიღებული რეზოლუციები. თბილისის დეკლარაციას ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 57 წევრი ქვეყნის პარლამენტის სპიკერებსა და საგარეო საქმეთა მინისტრებს წარუდგენენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42