პაატა ქურდაძე: „ჰაერის დაბინძურების გარდა, დარწმუნებული ვარ თბილისი მსოფლიოში პირველ ადგილზე გავიდოდა ღამე ხმაურითა და კაკაფონიით, რაც ისეთივე საშიშია ადამიანის ჯანმრთელობისთვის როგორც გამონაბოლქვი - აბსოლუტურად გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ადამიანის ფსიქიკას, გულსისხლძარღვთა სისტემას და სხვ.
მე მართლა არ მესის რა ინტერესი უნდა ჰქონდეს ტურისტს თბილისში ჩამოსასვლელად ზაფხულში, წინასწარ რომ იცოდეს რა ელოდება? ის რომ ჯანმრთელობა გაინადგუროს? ან იქნებ თვითმკვლელთა ტურიზმი განვავითაროთ - ორიგინალური მაინც იქნება!
უყურეთ ამ დრონით გადაღებულ პრიალა პრომო კლიპებს ძველი თბილისის ხედებით და იხარეთ, თითქოს არ იცოდეთ რომ ამ ტურისტულ თბილისში არც ჰაერია და არც ძილის საშუალება.
კიდევ მინდა გითხრათ, რომ ეს ქალაქი ღამე ყველაზე უკულტურო ქალაქი ხდება რაც მე ცხოვრებაში მინახავს, და ამ უკულტურობისა და უნამუსობის მექა შარდენის უბანი და მისი "კლუბნი" დუქნებია.
აქ, ამ ხმაურის ჯოჯოხეთში სრული შეგრძნება გაქვს რომ ამ ქვეყანას და ქალაქს პატრონი არ ყავს.
ჩემს აქ არყოფნაში შარდენის უბანი ჯოჯოხეთზე უარესი გამხდარა,იმედი მაქვს ყველა ვინც ახლა ჩემი ტანჯვით ბიზნესს აკეთებს პირდაპირ თუ ირიბად ნამდვილი ჯოჯოხეთის ყველაზე ღრმაჯურღმულებში მოხვდებით.
დილის ოთხი საათი ხდება... რამდენიმე პოლიციის პატრულის ეკიპაჟი პატრულირებს იქვე და მანქანების მოძრაობას აწესრიგებენ თავისი ჭკუით გაშნიკებივით, არა და პატრულს წესით საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა ევალება. ამას თუ წესრიგი ქვია რაც აქ ხდება (მგონი ათი სხვადასხვა ადგილზე ღრიალებს რაღაც მუსიკის მსგავსი) მაშინ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ბურატინო ყოფილა. ეს მართლა აუტანელია, ვრეკავ პატრულში და არ მპასუხობენ, მე მგონი შევეწირები ამ ხმაურიან ნაგვების ბუდეს.“
მასალის გამოყენების პირობები






