თინა ხიდაშელი ნატოს თავდაცვის კოლეჯს ეწვია
პოლიტიკა - 15:37, 02 Jul, 2016     1199

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ვიზიტი იტალიაში გრძელდება. თინათინ ხიდაშელი დელეგაციის წევრებთან ერთად რომში, ნატოს თავდაცვის კოლეჯში იმყოფებოდა. ქართველ სტუმრებს თავდაცვის კოლეჯის მეთაურმა, გენერალ-მაიორმა იანუშ ბოიარსკიმ უმასპინძლა. მან თინათინ ხიდაშელს სასწავლებლის პროგრამები გააცნო და ნატოს თავდაცვის კოლეჯის მნიშვნელობაზე ესაუბრა. ნატოს თავდაცვის კოლეჯში სტუმრობა მსმენელებთან შეხვედრით გაგრძელდა.

თინათინ ხიდაშელმა სხვადასხვა ქვეყნების ოფიცრებს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში მისწრაფების, ვარშავაში დაგეგმილ ნატოს სამიტთან დაკავშირებული მოლოდინებისა და ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ ლექცია წაუკითხა. მინისტრმა მსოფლიო უსაფრთხოებაში საქართველოს წვლილსა და ტერორიზმის საფრთხეზეც გაამახვილა ყურადღება. „ნატოს თავდაცვის კოლეჯი, რომელიც ნატოს სისტემაში ერთ-ერთი წამყვანი ინსტიტუტია, დაახლოებით იმ ტიპის ინსტიტუციაა, რომლის მსგავსიც ჩვენ რამდენიმე დღის წინ გავხსენით საქართველოში. დიდი იმედი მაქვს, რომ საქართველოს თავდაცვის აღმშენებლობის სკოლა (DIB) სულ რამდენიმე წელში ზუსტად ამავე სტანდარტის იქნება. 21 სხვადასხვა ქვეყნის სამხედრო ოფიცერთან, პოლკოვნიკებთან და გენერლებთან ერთად შესაძლებლობა მქონდა, გვესაუბრა საქართველოს როლზე, საქართველოს მისიაზე ავღანეთსა და ერაყში, მსოფლიო უსაფრთხოებისთვის ქართველი ხალხისა და მისი შეიარაღებული ძალების მიერ გაღებული კონტრიბუციის შესახებ. მქონდა შესაძლებლობა, გაგვეცვალა არგუმენტები, რატომ არის საქართველო მნიშვნელოვანი ქვეყანა და რატომ არის საჭირო მეტი მობილიზაცია დასავლელი პარტნიორების მხრიდან ჩვენი ქვეყნის გაძლიერების და თავდაცვისუნარიანობის გამყარებისთვის,“ - აღნიშნა თინათინ ხიდაშელმა. მოგვიანებით საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი ნატოს თავდაცვის კოლეჯის პირად შემადგენლობასაც შეხვდა და კოლეჯის მისიისა და ამოცანების შესახებ პრეზენტაცია მოისმინა.

რომის ნატოს თავდაცვის კოლეჯში ვიზიტის შემდეგ თინათინ ხიდაშელი იტალიის თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობების განაღმვის დახელოვნების ცენტრსაც ეწვია, სადაც საქართველოს და იტალიას შორის ამ მიმართულებით თანამშრომლობა დაიგეგმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42