„ამან ჩვენ რა უნდა გვასწავლოს თვითონ რანაირი ქართულით წერს, გავგიჟდიიი“ - ამ სახის კომენტარებს უხვად ამოიკითხავთ პოსტზე, რომელიც წაკითხვისთანავე მართლა გაგაოცებთ. ერთი შეხედვით, პოსტი, რომელმაც ბევრის აღშფოთება გამოიწვია ქართული ენის გადარჩენისთვის მებრძოლ ლევან ღვინჯილიას ეკუთვნის.
მაგრამ დაკვირვებული თვალი აღმოაჩენს, რომ ლევან ღვინჯილიას უცნაური ქართული, ფოტოშოპის შედევრია.
იხილეთ პოსტი:

აი, რას წერს ლევან ღვინჯილია სინამდვილეში
ლევან ღვინჯილია: ეს ბედნიერება, რომ წეროს მშობლიური ანბანით, 7 000 -მდე ეროვნებიდან, მხოლოდ 14-სა აქვს და მათ შორისაც ჩვენი ანბანი იმითაცაა გამორჩეული, რომ ყოველ ბგერას ცალკე ასო-ნიშანი გამოხატავს…
ყველას მოგიწოდებთ: შემოუერთდით ჩვენ მიერ წამოწყებულ აქციას და მასობრივად გადმოდით ქართულ ანბანზე, თანაც ისე, რომ ნურც თქვენს უცხოელ მეგობრებთან დაკარგავთ კონტაქტს; თუ არ იცით, ეს როგორ უნდა მოახერხოთ, მოგვმართეთ და გასწავლით, ან ერთმანეთს გაუზიარეთ გამოცდილება.
იმედია, არ დამჭირდება იმის მტკიცება, თუ რა მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო სოციალურ ქსელში ჩვენი ენისა და ანბანის სრულფასოვნად გამოყენების შესაძლებლობის სრულად ათვისებას.
თითოეული თქვენგანის მიერ ფბ-ში საკუთარი სახელისა და გვარის ქართულად დაწერა ისევე უმნიშვნელოვანეს აუცილებლობად მიმაჩნია, როგორც საქართველოს გერბზე ქართული ანბანით გაკეთებული წარწერა – „ძ ა ლ ა ე რ თ ო ბ ა შ ი ა “.
მასალის გამოყენების პირობები






