„ბოლო ხმაზე ვუყვირე მძღოლს გააჩერე თქო... მივვარდი და დამხვდა სისხლში მოფართხალე საცოდაობა“...
სოც.მედია - 13:04, 02 Jul, 2016     9053
„ასეთი ადამიანები არიან "ქვეყნის სინდისი",ასეთ ადამიანებზე დგას საქართველო!“ - წერს თამარ ივერი. ცნობილი მომღერალი ამ სიტყვებით იმ გოგონას პოსტს გამოეხმაურა, რომელმაც სოციალურ ქსელში მკითხველს კავკასიურ ნაგაზზე ამაღელვებელი ისტორია მოუთხრო.

თიკო კვალიაშვილის კეთილი საქმე

ალბათ დგება ცხოვრებაში მომენტი, როდესაც თუ ნერვები ხელში არ აიყვანე შენთვისაც და სხვისთვისაც შეიძლება ფატალურად დასრულდეს.
ჩემი რეჟიმიდან გამომდინარე თვეზე მეტი კასპში მყოფი ბებო ვერ მოვინახულე და დღეს სწორედ ამ მიზნით წამოვედი თბილისიდან.

მარშუტკაში წინა სკამზე ვიჯექი და თავით ტელეფონში ჩამძვრალი მუსიკას ვუსმენდი. უცებ არ ვიცი რატომ ფანჯრიდან გადავიხედე და დავინახე სისხლში მცურავი ძაღლი როგორ ფართხალებდა შუა ტრასაზე, სადაც მანქანები გიჟივით დარბოდნენ. ბოლო ხმაზე ვუყვირე მძღოლს გააჩერე თქო..

არ მახსოვს როგორ ამოვიღე აკანკალებული ხელებით საფულიდან ფული და გაოცებული მგზავრების თვალწინ გადავხტი მარშუტკიდან. გავრბოდი გიჟივით და მხოლოდ იმას ვლოცულობდი ძაღლი ცოცხალი დამხვედროდა და კიდევ თურმე შუა ავტობანზე გადავსულვარ და ხელებს ვუქნევდი მძღოლებს გამოიწიეთ თქო.

მივვარდი და დამხვდა სისხლში მოფართხალე საცოდაობა.. რვა თვემდე კავკასიური ნაგაზი.. პირი სულ ბლანტი სისხლით ჰქონდა სავსე. უკან დაბნეული ხალხი იდგა და არ იცოდნენ რა გაეკეთებინათ. სანამ ქართულად ხმას ამოვიღებდი უსაქმური ტურისტი ვეგონე და უნდა გენახათ მათი გაოცებული სახეები ქართულად, რომ ავკივლდი წყალი და ბინტი მომიტანეთ სასწრაფოდ თქო. მოვატანინე ყველაფერი და შუა ტრასაზე დავიწყე წყლის დასხმა, თან პირს და ცხვირს ვუსუფთავებ შედედებული სისხლისგან, რომელიც ახრჩობდა, თან ტელეფონზე ისტერიუალად ვრეკავი და თან ძაღლს ველაპარაკები. ცოტა ხანში შევატყე, რომ ოდნავ თვალებიდან გამოიხედა და აი მაშინ უკვე ვიღაც კაცების დახმარებით ტრასიდან გადავიყვანეთ.. არცერთ ჩემს მეგობარს არ ეცალა.. ვთხოვე სოციალურ ქსელში გაევრცელებინათ, რომ წამები წყვეტდა ყველაფერს. ცოტა ხანში ძაღლი ჩავარდა აგონიაში და ინსტიქტურად გაიწია ტრასისკენ.. ხელით დავიჭირე და საკბენად მწვდა ტკივილისგან გაგიჟებული.. სულ სისხლში ამომავლო.. იმ მომენტში ვფიქრობდი ხელიდან არ დამსხლტომოდა და კვლავ მანქანას არ შევარდნოდა .. ბოლოს ვიღაც ორმა ბიჭმა მანქანა მოაყენა და ძლივს ძლივობით ჩავსვით.. დაიწყო ღმული და მთელი სიდენია სისხლით და სიმწრის ცრემლებით დასვარა.. ვეტერინარი არტურ ლაგოვსკი უკვე გაფრთხილებული მყავდა და კლინიკაში გველოდა.. მთელი გზა მხოლოდ იმას ვფიქრობდი ვეტერინარამდე ცოცხლებს მიგვეღწია..

ყოველი საცობისას ნერვული კანკალი გაასმაგებული ძალებით მიტანდა.. იმხელა მანქანაში იმ დროს ვიყავი ყველაზე სუსტი და დაპატარავებული არსება.. დიახ ალბათ ნახევარი სიცოცხლე დღეს მანქანაში დავტოვე.. მივიყვანეთ კლინიკაში და ძაღლმა საკუთარი ფეხით გაიარა.. ლოდის ნახევარი თითქოს გულიდან მომწყდა.. მადლობა ღმერთს მოტეხილობას გადავრჩით საკუთარ თავს ვუთხარი და ღრმად ამოვისუნთქე.. შემდეგ ქსილაზინით გათიშული ცხოველი, გადასხმის სისტემიდან მშვიდად მოწვეთავს სასიცოცხლოდ აუცილებელი მედიკამენტი და ძაღლი მშვიდად სუნთქავს.. დიახ მშვიდად სუნთქავს და თითქოს შორიდან მესმის არტურის სიტყვები მხოლოდ ტვინის შერყევა და ჰემატომა...

ნელნელა გონს ვეგები და ვესაუბრები იმ ბიჭებს , რომლებმაც მოგვიყვანეს კლინიკამდე.. ერთერთი აღმოჩნდა ძაღლის პატრონის ძმა.. ვეუბნები, რომ თანხა დარიცხეს მისთვის და მე გადავიხდი ხარჯებს.. არაო სხვებს მოახმარე იმხელა საქმე გაგვიკეთე მთელი ცხოვრება ვალში ვერ ამოვალთო.. გული მითბება და თან მახსენდება რამდენი ადამიანი გვგულშემატკივრობს, ნერვიულობს, შეიძლება თეთრებს იკლებს. რომ ნატანჯი ცხოველი გადავარჩინოთ
დიახ ერთად გადავარჩინოთ
კრიზისი გადავლილია
ძაღლი დილამდე კლინიკაში დარჩება და მერე პატრონები წაიყვანენ..
და მახსენდება სავარძელში მჯდომი ბებო, რომელსაც სიცხე აქვს და უკვე მერამდენედ ,,გადავაგდე'' ცხოველების გამო და ცოტათი მრცხვენია... სიამაყენარევი სირცხვილის შეგრძნებით..
უკვე გვიანია
არცერთი მარშუტკა აღარაა დამწუხრებული ვამბობ
და რამდენიმე წუთში უკვე გზაში ვარ... დიახ ცუგას პატრონებს მივყავარ მანქანით ბებოსთან, რომელიც არ მელოდება და ვიცი ძალიან განახარებ...
უკვე ბნელდება და ვსაუბრობთ ცხოველებზე, პასუხისმგებლობაზე
ვწითლდები, როდესაც მითხრეს რომ მაგალითი მივეცი ბევრ ადამიანს.. რომ ისინიც ანალოგიურად მოიქცევიან სხვა დროს მსგავს შემთხვევებზე
მე უკვე კასპში ვარ
მეორე ოთახში ბებოს სძინავს მშვიდად
მშვიდად სძინავს კლინიკაში ძაღლსაც და ალბათ გაოცებული ფიქრობს ვინ იყო ის გადარეული გოგო თავზე, რომ დამახტა და რაღაცეებს მესაუბრებოდაო

ღამემშვიდობისა .





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42