"მერიაში ხელმოწერების შესაძლო გაყალბების საკითხს შიდა აუდიტი სწავლობს" - დავით ნარმანია
პოლიტიკა - 11:31, 02 Jul, 2016     1335

დედაქალაქის მერი დავით ნარმანია აცხადებს, რომ თბილისის მერიაში ხელმოწერების გაყალბების საკითხს შიდა აუდიტის და მონიტირინგის სამსახური სწავლობს.

როგორც ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, პარალელურად, საქმე სასამართლოშია

დედაქალაქის მერის თქმით, თუ ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი დადგება, მერიაში ადეკვატურ ზომებს გაატარებენ.

"საკითხი სასამართლოშია და შესაბამისად, ჩვენ სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას დაველოდებით. გარდა ამისა, ჩემი დავალებით შიდა აუდიტის დასკვნა და მონიტორინგის სამსახური ასევე სწავლობს ამ საკითხს. როგორც კი იქნება შესწავლის შედეგები ცნობილი, აუცილებლად გაგაგებინებთ. გამოძიება დაადგენს, თუ ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს. რასაკვირველია, ადეკვატურ გადაწყვეტილებას მივიღებთ",-განუცხადა ნარმანიამ ჟურნალისტებს.

ცნობისთვის, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო თბილისის მერიის მაღალჩინოსნების გაყალბებულ ხელმოწერებზე საუბრობს.

ორგანიზაციის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, ორგანიზაციამ სამხარაულის ბიუროში გააგზავნა საკონკურსო საატესტაციო კომისიის დასკვნაზე გაკეთებული ერთ-ერთი ხელმოწერა რის შემდეგაც დადასტურდა, რომ ხელმოწერა გაყალბებულია.

საუბარია დასკვნაზე, რომელიც მომზადდა საჯარო მოხელეების კონკურსთან დაკავშირებით სწორედ ამ დასკვნის საფუძველზე ხდებოდა თანამშრომლების დანიშვნა თბილისის მერიაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42