რას აცხადებენ ,,ნაციონალურ მოძრაობაში“ სააკაშვილის ინიციატივაზე და ეთანხმება თუ არა პარტია დიდგორზე ყრილობის გამართვას, ,,ნიუპოსტი“ კომენტარისთვის პარტიის სიის მეორე ნომერს ელენე ხოშტარიას დაუკავშირდა.
,,ყველას შეიძლება რაღაც მოსაზრება ჰქონდეს, მაგრამ პარტიაში ჩვენ გვაქვს ძალიან გამჭვირვალე დემოკრატიული გადაწყვეტილების მიღების მექანიზმი, რომელიც არის პოლიტსაბჭო. მე პირადად შემიძლია გითხრათ, რომ არ ვიზიარებ ამ მოსაზრებას, იმას, რომ დიდგორის ველზე უნდა გაიმართოს ყრილობა. მიმაჩნია, რომ ჩვენ გვაქვს კონკრეტული ამოცანა - მოსახლეობას გავაცნოთ სამოქმედო გეგმა, რომ გამოვიყვანოთ ქვეყანა კრიზისიდან და არ მიმაჩნია, რომ ჩვენ ამ ტიპის ყრილობების დრო გვაქვს. რაც მთავარია, თავად პარტიაში, პოლიტსაბჭოს არ განუხილია ეს საკითხი და არ ყოფილა ამაზე მსჯელობა და მითუმეტეს გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული.
რას შეეხება პარტიის ყრილობის გამართვის თარიღს, ხოშტარია ამბობს, რომ არ არის ჯერ გადაწყვეტილი. ,,როგორც აღვნიშნე, ჩვენ ვართ კონცენტრირებული სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე და ხალხისთვის წადგენაზე. ინტენსიურად ვმუშაობთ საზოგადოებასთან, რომ ავუხსნათ ჩვენი გეგმა. ყროლობაზე არ გვიმსჯელია, როცა მივიღებთ გადაწყვეტილებას, აუცილებლად გაიგებს ამის შესახებ საზოგადოებაც“ - აღნიშნა ელენე ხოშტარიამ.
მასალის გამოყენების პირობები






