‘’თავისუფალმა დემოკრატებმა’’ საზოგადოებას ახალ სტანდარტები შეთავაზეს სამ მნიშვნელოვან სეგმენტში, როგორიც არის: 1. პენსია 2. ხელფასი 3. საარსებო მინიმუმი. უფრო დეტალურად კი ‘’თავისუფალი დემოკრატების’’ მიერ წარმოდგენილი ახალი ხედვა შემდეგნაირად გამოიყურება:
➡️ თითოეული პენსიონერი იმსახურებეს უკეთეს ცხოვრებას. დღეს არსებული 160 ლარის ნაცვლად ჩვენ განვსაზღვრეთ აუცილებელი საარსებო მინიმუმი 250 ლარით და ვიღებთ ვალდებულებას რომ პენსია გახდება 300 ლარი და ინფლაციის შესაბამისად გაიზრდება.
➡️ საქართველოს ყველა მოქალაქეს ეკუთვნის უკეთესი ანაზღაურება. ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას, რომ კანონით განსაზღვრული მინიმალური ხელფასი იქნება 500 ლარი. ვეღარავინ ამუშავებს ჩვენს მოქალაქეს საათში 3 ლარზე ნაკლებად!
➡️ საქართველოს ექნება უკეთესი ეკონომიკა. ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას, რომ 4 წლის განმავლობაში გავზრდით ბიუჯესი სულ მცირე 4 მილიარდით.
”თავისუფალმა დემოკრატებმა” რეალურად დავიანგარიშეთ რა არის საჭირო იმისათვის, რომ ადამიანი მინიმალურად მაინც იყოს უზრუნველყოფილი. ეს არის 250 ლარი. ”თავისუფალი დემოკრატების” მთავრობის პირობებში საარსებო მინიმუმი იქნება 250 ლარი. შესაბამისად პენსია, რომელიც დღეს 180 ლარი გახდა, ჩვენს პირობებში იქნება 300 ლარი. კანონის შესაბამისად მთაში მცხოვრები პენსიონერების პენსია 20 %-ით მეტი იქნება.”თავისუფალი დემოკრატების” მთავრობის პირობებში ყველა მოქალაქეს ექნება უკეთესი ანაზღაურება. მინიმალური ხელფასი იქნება 500 ლარი. ვეღარავინ ამუშავებს ჩვენს მოქალაქეს საათში 3 ლარზე ნაკლებად. პირველად საქართველოში, საკანონმდებლო დონეზე დაფიქსირებული იქნება სახელფასო მინიმუმი. მილიარდნახევრით გაიზრდება ჩვენს პირობებში სოციალური ხარჯები, 4 მილიარდამდე გაიზრდება ეკონომიკა იმ პირობებში, რაც ჩვენ გვაქვს დათვლილი”, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
მასალის გამოყენების პირობები






