"საქართველო ბოლომდე რჩება ეუთოს პარტნიორ ქვეყანად"- დავით უსუფაშვილი
პოლიტიკა - 19:01, 01 Jul, 2016     1125

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პლენარული სესია დღეს საზეიმოდ გაიხსნა და ღონისძიების მონაწილეებს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ილკა კანერვამ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა მიმართეს.

ღონისძიების მონაწილეებს პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოს პარლამენტის სახელით მიესალმა და საპარლამენტო სესიის მონაწილეებს ხუთდღიან საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

დავით უსუფაშვილმა 1991 წელს განვითარებული მოვლენები გაიხსენა და აღნიშნა, რომ 25 წლის წინ, თითქმის ერთდროულად, საქართველოში ქვეყნის დამოუკიდებლობის მოთხოვნის რეფერენდუმის პარალელურად, ეუთოს წინამორბედი ორგანიზაციის - ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კონფერენციის მადრიდის შეხვედრა გაიმართა, სადაც საპარლამენტო ასამბლეა დაფუძნდა.

„შეიძლება ითქვას, რომ თანამოდროვე საქართველო და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა, ისტორიულად, „ტყუპები“ ვართ და ერთად ვზეიმობთ 25 წლისთავს. ძალიან ნიშანდობლივია წლევანდელი კონფერენციის დევიზი: „25-წლიანი საპარლამენტო თანამშრომლობა: ნდობის შენება დიალოგით“. საქართველოს უახლესი ისტორიის 25 წელი ძალიან მშფოთვარე და მტკივნეული იყო - დატვირთული როგორც დიდებული და ამაღელვებელი, ისე - ტრაგიკული მოვლენებით, და ამ ტრაგიზმის ერთ-ერთი ძირითადი განმაპირობებელი იყო დიალოგის და ნდობის ნაკლებობა. სწორედ ამიტომ ასამბლეის წლევანდელ შეკრებაზე მთავარ თემად ხალხებს და ქვეყნებს შორის დიალოგი გამოვიტანეთ. დიახ ჩვენ გვჭირდება მეტი დიალოგი და ნაკლები მონოლოგი, მეტი მოსმენა და ნაკლები იგნორირება, მეტი კომპრომისი და ნაკლები კატეგორიულობა“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ ეუთოს შექმნის წინაისტორია და ის გამოწვევებიც გაიხსენა, რაც აღნიშნული ორგანიზაციის შექმნას უძღოდა წინ და აღნიშნა, რომ ოთხი ათეული წლის წინ უსაფრთხოების ორგანიზაცია მაშინ არსებულ პრობლემებზე რეაგირების მიზნით შეიქმნა, მაგრამ დღევანდელ რეალობაში მას რეგირების მოხდენა განსხვავებულ გამოწვევებთან უწევს. „დროა დავფიქრდეთ, თანამედროვე ეპოქამ ხომ არ მოიტანა ეუთოს შემდგომი ტრანსფორმაციის აუცილებლობა, რათა იგი უფრო ეფექტურად გაუმკლავდეს უსაფრთხოების და თანამშრომლობის მზარდ დეფიციტს. ამ მოსაზრებისკენ კი საქართველოს მაგალითი გვიბიძგებს - ეუთომ არა თუ ვერ შეძლო 2008 წლის აგვისტოში რუსეთის აგრესიის შეჩერება, არამედ თავად აღმოჩნდა განდევნილი საქართველოს ტერიტორიიდან. სამხრეთ ოსეთიდან მშვიდობიანი მოსახლეობის წმენდას, თბილისიდან ეუთოს ოფისის წმენდა მოყვა - ეს დასაფიქრებელი შემთხვევაა იმისათვის, რომ ვიფიქროთ ორგანიზაციის მისიის აუცილებელ ტრანსფორმაციაზე!“, - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველო ბოლომდე რჩება ეუთოს პატრიოტ ქვეყანად, რომელიც მზად არის მიიღოს ის სარგებელი რაც ორგანიზაციას მოაქვს და ამასთანავე გაიღოს თავისი წვლილი საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. „ომი და ტერორიზმი არ ცნობს არავითარ საზღვრებს და ყველასთვის საშინელი საფრთხე ხდება, ჩვენ ამას ვხედავთ ბევრ ქვეყანაში, ჩვენ ამას ვხედავთ ევროპაშიც. თანამედროვე მსოფლიოში უკვე აღარ არსებობს შემოსაზღვრული უსაფრთხოება და ძალიან მალე აღარ იარსებებს შემოსაზღვრული კეთილდღეობაც. ამიტომ მგონია ძალიან ცდება ყველა ვინც გლობალიზებული პრობლემების მოგვარებას იზოლაციური მიდგომებით ცდილობს. ამით მივიღებთ იმას, რომ გლობალურ საფრთხეებთან მარტო აღმოვჩნდებით და უფრო სწრაფად დავმარცხდებით, ამას ვეუბნევი ჩვენ ბრიტანელ კოლეგებს ერთი მიზეზის გამო და ამას ვეუბნევი რუს კოლეგებს სრულიად სხვა მიზეზის გამო. ჩვენ ერთად ინტეგრირებული თანამშრომლობით უნდა გაუმკლავდეთ ყველა საფრთხეს.

და ბოლოს, მინდა ხაზგასმით ავღნიშნო, თუ რაოდენ დიდი პატივია ჩვენი ქვეყნისთვის, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მასპინძლობა. დარწმუნებული ვარ, რომ თბილისში მიღებული დეკლარაცია კიდევ ერთი წინ გადაგმული ნაბიჯი იქნება გლობალური მშვიდობის, სტაბილურობისა და დემოკრატიის განმტკიცების საქმეში”, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42