,არჩევნები ამ დრომდე მიღწეული წარმატების გამოცდაც იქნება“ - პრემიერი რეფორმების დღის წესრიგზე საუბრობს
პოლიტიკა - 18:18, 01 Jul, 2016     857
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ეუთოს ასამბლეის ფარგლებში განაცხადა, რომ მთავრობას სჯერა, შიდა ეკონომიკური განვითარება ინვესტიციების მოზიდვის გარეშე წარმოუდგენელია და, ამდენად, ხელისუფლებამ შეიმუშავა 4-პუნქტიანი რეფორმების დღის წესრიგი, რომელიც მოწოდებულია, უზრუნველყოს მდგრადი განვითარება და ინკლუზიური ზრდა.

მთავრობის მეთაურის განმარტებით, რეფორმების მიმდინარე პროცესი ასევე შეეხება საგადასახადო სისტემასა და კაპიტალის ბაზრებს, განათლებას, ჯანდაცვასა და საპენსიო სფეროებს. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს ხაზს უსვამს საქართველოს მთავრობის მზადყოფნას, შექმნას თანამედროვე, განათლებული და ჯანსაღი კადრები, რომლებიც გლობალურ ეკონომიკაში კონკურენტუნარიანები იქნებიან.

„საერთო ჯამში, საქართველო იზრდება, ხდება უფრო მრავალფეროვანი, მისი ეკონომიკა ვითარდება; ხდება უფრო გამჭვირვალე, ამცირებს ბიუროკრატიის ხარისხსა და გადასახადებს; აკონტროლებს დეფიციტის დონეს და იღებს ყველა ზომას, რომ მისი სარეიტინგო მონაცემები ყოველწლიურად გაუმჯობესდეს. ეჭვი არ მეპარება იმაში, რომ საქართველო სწორ გზაზეა. შემოდგომაზე საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება და ვიმედოვნებ, საქართველოს მოსახლეობა კიდევ ერთხელ დაადასტურებს, რომ მყარად დგას ძლიერი დემოკრატიისა და კეთილდღეობის გზაზე. არჩევნები ამ დრომდე მიღწეული წარმატების გამოცდაც იქნება. წინა საპარლამენტო არჩევნების შედეგად, საქართველოს ისტორიაში პირველად, მოხდა ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლილება. დარწმუნებული ვარ, მოსალოდნელი არჩევნები ისტორიაში შევა, როგორც ნების გამოხატვის პირველი თავისუფალი და გამჭვირვალე პროცესი“, - განაცხადა პრემიერმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42