კვირიკაშვილი სამხრეთ ოსეთის გავლით გზის გახსნასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების წარმოებას ადასტურებს
პოლიტიკა - 18:10, 01 Jul, 2016     1666
საქართველოს პრემიერ-მინისტრის განმარტებით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ნეიტრალური სტატუსით ტვირთის გატარების შესახებ მოლაპარაკებები სომხურ მხარესთან არ შედგა, რადგან რუსეთის ფედერაციის მხრიდან იყო არაადეკვატური პასუხი, რაც არაღიარებული ტერიტორიის სტატუსს უკავშირდებოდა. ქართულმა მხარემ ამ გზის გამოყენებაზე უარი განაცხადა.

პრემიერის თქმით, საქართველოს ხელისუფლების წინადადება იყო, რომ მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში მომხდარიყო ამ არხის ფორსმაჟორული გახსნა.

„ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია ის ისტერიკა, რომელიც შეიქმნა სომხეთის ტრანსპორტის მინისტრის განცხადების შემდეგ. ჩვენ გვაქვს მოლაპარაკება სომხეთთან. მოგეხსენებათ, რომ დევდორაკის მეწყერის ჩამოწოლის შედეგად გზა არის განადგურებული, დასჭირდება სავარაუდოდ 2 კვირა მაინც. ამ პერიოდში დიდი პრობლემა ექმნებათ, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს ექსპორტიორებს რუსეთის ბაზარზე ხილის გატანის კუთხით და ასევე პრობლემა შეექმნათ სომხეთის წარმომადგენლებს, ბიზნესმენებს. მიგვაჩნია, რომ საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის სრულად განხორციელებისთვის აუცილებელია, ვიყოთ საიმედო პარტნიორი. სწორედ ამიტომ, მე მქონდა საუბარი სომხეთის პრემიერ-მინისტრთან და მათი წინადადება იყო, რომ ისინი თავად დაელაპარაკებოდნენ რუსეთის ფედერაციას, რათა დროებით, მაქსიმალურად უმტკივნეულო რეჟიმში, რომ აქ არ მოხდეს არანაირი შეხება სტატუსზე. მოგეხსენებათ, რომ კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ ფორსმაჟორულ სიტუაციებში ითვალისწინებს ნეიტრალური სტატუსით ტვირთის გატარებას ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, ამიტომ ამ რეჟიმში გვინდოდა, რომ ჩვენ გაგვეტარებინა ეს ტვირთები, რათა არ მიგვეყენებინა ძალიან დიდი ზარალი ჩვენი ბიზნესმენებისთვის და ასევე სხვებისთვის, ვისაც სურდათ საქართველოს ტერიტორიაზე ტვირთის გატარება. სამწუხაროდ, ჩვენმა სომეხმა კოლეგებმა გვაცნობეს, რომ რუსეთის ფედერაციიდან იყო ცოტა არ იყოს არაადეკვატური პასუხი, რაც უკვე პირდაპირ იყო დაკავშირებული მათ მიერ აღიარებული ტერიტორიის სტატუსთან. ამიტომ, ჩვენ უარი ვთქვით ამ გზის გამოყენებაზე, ვინაიდან, ჩვენი წინადადება იყო, რომ მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი არსებული კანონმდებლობის ფარგლებში მომხდარიყო ფორსმაჟორული გახსნა ამ არხის. ჩვენ ავირჩიეთ ბორანის გზა. შავი ზღვის მეშვეობით გადის დღესდღეობით ეს ტვირთი რუსეთის მიმართულებით. კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ გვაქვს კანონმდებლობა ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, რომელიც, სხვათა შორის, იყო 2012 წლამდე მიღებული და რომელიც ითვალისწინებს განსაკუთრებულ შემთხვევაში ამ არხის გამოყენებას. თუმცა, ეს ვერ მოხერხდა სამწუხაროდ, იგი მნიშვნელოვნად გააადვილებდა გზის აღდგენამდე ტვირთის გატანას.

ალბათ ასევე საინტერესოა „SGS“-თან ხელშეკრულების საკითხი. „SGS“-თან ხელშეკრულება ჩვენ გადავაგზავნეთ რუსულ მხარესთან და ჯერჯერობით სამწუხაროდ იქიდან პასუხი არ მიგვიღია, იმიტომ რომ მექანიზმი, რომელიც სტატუსნეიტრალურად ტვირთების გატარებას ითვალისწინებს, სამწუხაროდ, ჯერჯერობით არ გაგვაჩნია. ვინაიდან ჩვენ ვერ მივიღეთ საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში ტვირთის გატარების მექანიზმი, ჩვენ უარი ვთქვით ამ ტვირთის გატარებაზე და დღესდღეობით საზღვაო გზით, სარკინიგზო ბორანით გადის ტვირთები, როგორც საქართველოდან რუსეთის მიმართულებით, ასევე სომხეთიდან რუსეთის მიმართულებით,“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42