რუსეთის სახელმწიფო დუმის წევრის ეს განცხადება უკვე შეაფასა "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა.
მისი თქმით, "ნებისმიერი, ვინც მხარს დაუჭერს გიგი წერეთელს როგორც ეუთო-ს პრეზიდენტობის კანდიდატს, უნდა იყოს ერთგული იმ პრინციპებისა, რაც ეუთო-ს აქვს".
„ბევრი კონსპირაციის საშუალებას იძლევა ეს საკითხი, თუ რატომ გააკეთეს ეს განცხადება რუსებმა. ნებისმიერი დელეგაცია, ვინც დაუჭერს მხარს გიგი წერეთელს, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატს, უნდა იყოს ერთგული იმ პრინციპების, რაც აქვს ეუთო-ს და ეს პრინციპებია ტერიტორიული მთლიანობა, სუვერენიტეტი, პატივისცემა სხვა ქვეყნის ტერიტორიების და ასე შემდეგ"- აღნიშნა წერეთელმა.
მისი თქმით, "თუკი კონსტრუქციულობა იქნება ორმხრივი და ისინი (რუსეთის ხელისუფლება) აპირებენ პოლიტიკის შეცვლას, ამას უნდა ვუპასუხოთ შესაბამისი ნაბიჯით".
"მაგრამ როცა ახლა უფრო მეტი ტერიტორიებია ოკუპირებული, ვიდრე ოდესმე და მავთულხლართები იბნევა ყოველ დღე, როგორ შეიძლება მათ კონსტრუქციულობით ვუპასუხოთ“, - განაცხადა გიგი წერეთელმა"- დასძინა დეპუტატმა.
მასალის გამოყენების პირობები






