,,2016 წლის 1 ივლისს 03:50 წუთზე სტამბოლში საქართველოს გენერალურ საკონსულოს ცხელ ხაზზე დაუკავშირდნენ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც თბილისის მიმართულებით მიემგზავრებოდნენ ავიაკომპანია „პეგასუსის“ რეისით (23:45), მათი განცხადებით თვითმფრინავის გაფრენამდე რამდენიმე წუთით ადრე მგზავრები ავიაკომპანიის თანამშრომლებმა ჩამოიყვანეს ბორტიდან, შეიყვანეს აეროპორტში და ჩამოართვეს პასპორტები. გენერალური საკონსულო დაუკავშირდა პეგასუსის წარმომადგენლობას და მომხდართან დაკავშირებით ითხოვა განმარტება. მათი განცხადებით ტექნიკური მიზეზების გამო თბილისის მიმართულებით რეისი გაუქმებული იქნა და უახლოეს საათებში არ განხორციელდებოდა, ვინაიდან საქართველოს მოქალაქეები ტრანზიტულ ზონაში ერთად მოხვდნენ სხვა რეისის მგზავრებთან, ამიტომაც მგზავრების პასპორტები უნდა გადაემოწმებინა საპასპორტო პოლიციას, რათა დროულად მომხდარიყო საქართველოს მოქალაქეების ნეიტრალური ზონიდან გაყვანა და სასტუმროში განთავსება. საქართველოს მოქალაქეებმა უპრობლემოდ გაიარეს საპასპორტო კონტროლი, აიღეს კუთვნილი ბარგი და ავიაკომპანიის წარმომადგენლებმა გადაიყვანეს სასტუმრო Holiday-ში. ამჟამად საქართველოს მოქალაქეები (140 მგზავრები) იმყოფებიან სასტუმროში. ავიაკომპანია პეგასუსი ცდილობს დღევანდელ რეისზე მოახდინოს ყველა მგზავრის ბილეთის გადაცვლა” - ნათქვამია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






