თინა ხიდაშელი იტალიის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს შეხვდა
პოლიტიკა - 15:09, 01 Jul, 2016     902
საქართველოს თავდაცვის მინისტრის იტალიაში ვიზიტის პირველი დღე ქვეყნის პარლამენტში, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში გამართული შეხვედრით დასრულდა. თინათინ ხიდაშელსა და ქართული დელეგაციის წარმომადგენლებს იტალიის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ როზა ვილეკო კალიპარიმ უმასპინძლა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის საკითხზე.

თავდაცვის კომიტეტში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ისაუბრეს ტერორიზმისა და მიგრაციის თემებზე. იტალიურმა მხარემ გამოთქვა სურვილი, გააღრმავოს საქართველოსთან თანამშრომლობა დაზვერვის მიმართულებით. საქართველომ კი, თავის მხრივ, მათ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელებაში აქტიური თანამონაწილეობა შესთავაზა და თანხმობაც მიიღო. იტალიურმა მხარემ ასევე თანხმობა განაცხადა საქართველოს მხარდასაჭერი რეზოლუციის შემუშავებაზე. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ იტალია ამ სახით მხარს დაუჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

„ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც გაქვს შესაძლებლობა, ერთდროულად ესაუბრო საგარეო საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს და პოლიტიკური დიალოგი გამართო თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტთან. ეს ყოველთვის სასარგებლოა პოლიტიკური გზავნილების სპექტრის შეკვრისთვის, იმისთვის, რომ სრულფასოვნად მიაწოდო ინფორმაციაც, შენი სატკივარიც, მოთხოვნებიც, პირობები, რომელიც გაქვს, რათა უფრო წარმატებული იყოს საქართველოს გზა ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით. ჩვენ, პრაქტიკულად, სრული მხარდაჭერა გვაქვს. იტალიის პარლამენტისგან მივიღეთ თანხმობა ჩემს ინიციატივაზე, რომ უფრო აქტიურად დაუჭირონ საქართველოს მხარი მათმა დელეგაციებმა, როგორც ორმხრივ, ასევე საპარლამენტო ასამბლეის ფორმატებში - იქნება ეს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა თუ ევროპის საბჭოს და ნატოს საპარლამენტო ასამბლეები. ვისაუბრეთ შესაძლებლობაზეც, რომ საქართველოს მხარდამჭერი სპეციალური რეზოლუციაც მიიღოს იტალიის პარლამენტმა. ვფიქრობ, ძალიან სასარგებლო იყო ამ შეხვედრების გამართვა სწორედ ახლა, ევროკავშირში ვიზების ლიბერალიზაციის საკითხის განხილვისა და ვარშავაში დაგეგმილი ნატოს სამიტის წინ, მნიშვნელოვანია, რომ კიდევ ერთი ქვეყანა უფრო აქტიურად და ქმედითად იდგეს ჩვენი სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ინტერესების სადარაჯოზე“,- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42