“თბილსერვისის“ დირექტორის მოადგილე მამუკა ჩოქური თანამდებობას ტოვებს და შიხიაშვილის საარჩევნო კამპანიას უერთდება
პოლიტიკა - 14:23, 01 Jul, 2016     754
სამგორის ყოფილი გამგებელი, „თბილსერვისის“ დირექტორის მოადგილე მამუკა ჩოქური დაკავებულ თანამდებობას ტოვებს. „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას, მანსაგანგებო განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის, ირაკლი შიხიაშვილის მხარდასაჭერად მიიღო. ჩოქური შიხიაშვილის საარჩევნო შტაბს უხელმძღვანელებს.

„აღარ ვაპირებ „თბილსერვისში“ მუშაობის გაგრძელებას, რადგან გადავდივარ ირაკლი შიხიაშვილის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის პოზიციაზე. სახელმწიფოსამსახური და წინასაარჩევნო კამპანია ერთმანეთთან შეუსაბამობაში მოდის, ამიტომ, გადავწყვიტე, რომ დავტოვო ჩემი თანამდებობა და მთლიანად, წინასაარჩევნოპერიოდში, ირაკლი შიხიაშვილის საარჩევნო შტაბს ვუხელმძღვანელო.

მოგეხსენებათ, ირაკლი შიხიაშვილი კენჭს იყრის სამგორის რაიონის მე-12 საარჩევნო ოლქში დამოუკიდებელ მაჟორიტარ კანდიდატად. თუ რატომ მივიღე ეს გადაწყვეტილება, ამას რამდენიმე სიტყვით განვმარტავ:

პირველ რიგში, არავისთვის ახალი არ არის, რომ მე და ირაკლი შიხიაშვილი დიდი ხნის მეგობრები ვართ, თუმცა ეს მეგობრობაზე გაცილებით მეტია. დაწყებული„ეროვნული მოძრაობიდან“, ირაკლისთან ერთად, ძალიან დიდი გზა გავიარე, ერთად ვიყავით როგორც მაშინ, ასევე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისბრძოლის დროსაც. დღემდე მასთან ერთად მოვდივარ. თუ ქვეყნისთვის რამეს ვაკეთებ, ერთად ვაკეთებთ. ერთი რამეს მინდა ხაზი გავუსვა. ვთვლი, რომ ირაკლიშიხიაშვილი ღირსეული მაჟორიტარი დეპუტატი იქნება სამგორის რაიონის მოსახლეობისთვის“,-განაცხადა ჩოქურმა.

მისივე განცხადებით, შიხიაშვილმა პროფესიული საქმიანობის მანძილზე არაერთხელ დაამტკიცა, რომ სახელმწიფოებრივი სულისკვეთებით მოქმედებს. ჩოქურმახაზი გაუსვა შიხიაშვილის წარმატებულ საქმიანობას საკრებულოს თავმჯდომარეობის თანამდებობაზე და განაცხადა, რომ თბილისში „ნაციონალური მოძრაობის“დამარცხებაში მას ლომის წვლილი მიუძღოდა.

„მე და ირაკლი ერთად ვიბრძოდით, ჩემი თვალით ვნახე, როგორი თავდადება შეუძლია მას. რაც შეეხება სახელმწიფო მოღვაწეობას, ხაზგასმით შემიძლია ვთქვა, რომ2012 წლის არჩევნების შემდეგ, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ მთლიანად ქვეყნის მასშტაბით დამარცხდა არჩევნებში, მაგრამ ეს ძალა თბილისში მყარად იყოგამაგრებული, სწორედ ირაკლი შიხიაშვილმა, საკრებულოში მოსვლის შემდეგ, დაასრულა თბილისში „ნაციონალური მოძრაობის“ ერთპიროვნული მმართველობა.

შეიძლება ამისთვის არც გამესვა ხაზი, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობა“ ეს არის ძალა, რომელიც მმართველობის პერიოდში ნამდვილად ნეგატიური იყო დანეგატიურობით გამოირჩევა ახლაც, ოპოზიციაში ყოფნის დროს, ქვეყნის მიმართ.

დღესაც სამგორის რაიონში საკმაოდ სერიოზულად ფიქრობენ ბრძოლის გაგრძელებაზე. ჩვენი სურვილია, რომ როგორც დღეს ხშირად მოიხსენიებენ „ნაციონალურმოძრაობას“ წამყვან ოპოზიციურ ძალად, ამ არჩევნების შემდეგ, ერთხელ და სამუდამოდ, აღარ იყოს. ჩვენი მხრიდან ვეცდებით, და ამას აუცილებლად მოვახერხებთკიდეც სამგორის რაიონში. იმედი მაქვს, სხვა რაიონებშიც, სადაც არიან ჯანსაღი ძალები, აუცილებლად იგივეს მოიმოქმედებენ“, – განაცხადა ჩოქურმა დღევანდელპრესკონფერენციაზე.

ჩოქურმა იმ პერიოდზეც ისაუბრა, როდესაც შიხიაშვილი ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურს ხელმძღვანელობდა და ხაზი გაუსვა, რომ შიხიაშვილი ამ პოსტზეცწარმატებული იყო.

„საქართველოს მასშტაბით ბევრმა არც კი იცოდა, რას ნიშნავდა ვეტერანთა სამსახური. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მან ვეტერანებისთვის, რაც სახელმწიფობიუჯეტიდან თანხები იყო გამოყოფილი, გასამმაგებული დატოვა. რომ არა წარდგენილი მნიშვნელოვანი პროექტები, ბიუჯეტს მთავრობა არ გაზრდიდა. ამ ადამიანსნამდვილად აქვს იმის უნარი, რომ მართოს და მოსახლეობის ხმა ყურად იღოს. ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია ისიც, რომ როდესაც მაჟორიტარი კანდიდატი დგებარაიონში, მაგალითად, ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ის იყოს ადგილობრივი. შიხიაშვილი კი, მოგეხსენებათ, რომ სამგორის რაიონის მცხოვრებია.

არავის შევეხები, მაგრამ ხშირ შემთხვევაში, არჩევნების შემდეგ, მაჟორიტარები მოსახლეობასთან შეხვედრას ამთავრებენ. შიხიაშვილის შემთხვევაში ასე არ იქნება,რადგანაც ის არის სამგორელების მეზობელიც, თანაკლასელიც, მოსწავლეც, მეგობარიც. სამგორის რაიონის მოსახლეობას არ ექნება მისი პოვნის პრობლემა“,-განაცხადა ჩოქურმა.

„კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას ჩოქურმა ასევე განმარტა, რომ თანამდებობის დატოვების შესახებ, „თბილსერვის ჯგუფი“ ინფორმირებული იყო. მას კარგიურთიერთობა ჰქონდა „თბილსერვისის“დირექტორთან და არ სურდა, რომ ეს საკითხი სპეკულაციის საგნად ქცეულიყო.

„განცხადების დაწერა მე არ მჭირდება, რადგანაც „თბილსერვის ჯგუფში“ 30 ივნისის ჩათვლით ვითვლებოდი, შემდგომ უნდა გამეგრძელებინა, თუმცახელშეკრულებას დამსაქმებელთან აღარ ვაგრძელებ. ჩემი ეს განცხადება კი იმას ემსახურება, რომ ჩემი სამსახურიდან წამოსვლა ჭორების მიზეზი არ გახდეს “, –განაცხადა ჩოქურმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42