ნოდარ ხადურმა „ქვეყნები მიხედვით ანგარიშების გაცვლის შესახებ“ შეთანხმებას ხელი მოაწერა
პოლიტიკა - 13:26, 01 Jul, 2016     924
იაპონიაში, ქ. კიოტოში, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციისა და დიდი ოცეულის ინიცირებული დასაბეგრი ბაზის შემცირების და მოგების გადატანის (BEPS) პირველი ინკლუზიური პლატფორმის შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა ხელი მოაწერა „ქვეყნების მიხედვით ანგარიშების გაცვლის შესახებ“ კომპეტენტური ორგანოების მრავალმხრივ შეთანხმებას.

აღნიშნული შეთანხმება შემუშავებულ იქნა OECD/ G 20 BEPS-ის სამოქმედო გეგმის, კერძოდ მე-13 ღონისძიების (გარიგების შეფასების დოკუმენტაცია და ქვეყნების მიხედვით ანგარიშების წარდგენა) განხორციელების მიზნით.

საქართველოსთან ერთად, შეთანხმებას ხელი მოაწერა ოთხმა სახელმწიფომ (კორეა, არგენტინა, ურუგვაი და კურასაო). შედეგად, 2016 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, შეთანხმებას ხელი მოაწერა 44-მა სახელმწიფომ.

აღსანიშნავია, რომ BEPS-ის პროექტი შემუშავებულ იქნა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის და დიდი ოცეულის მიერ, დასაბეგრი ბაზის შემცირების და მოგების გადატანის პრაქტიკის აღმოფხვრის მიზნით საერთაშორისო დაბეგვრის წესების გასაახლებლად.

პროექტზე მუშაობა 2013 წელს დაიწყო და ღონისძიებათა სრული პაკეტი წარდგენილ იქნა დიდი ოცეულის ფინანსთა მინისტრებისათვის ლიმაში 2015 წლის 8 ოქტომბერს გამართულ შეხვედრაზე და შემდგომ, დიდი ოცეულის ქვეყნების ლიდერებისათვის ანტალიის სამიტზე.

პაკეტი მოიცავს 15 ღონისძიებას, როგორიც არის ღონისძიება 3 - კონტროლირებული უცხოური კომპანიების (СFC) წესების გაძლიერების შესახებ; ღონისძიებები 8-10, რომლებიც ეხება ღირებულების შექმნასთან გარიგების შეფასების (Transfer Pricing) შედეგების შესაბამისობის უზრუნველყოფას; ღონისძიება 15, რომელიც ითვალისწინებს მრავალმხრივი ინსტრუმენტის შემუშავებას ორმაგი დაბეგვრის შეთანხმებებთან დაკავშირებული ღონისძიებების დანერგვის დაჩქარების უზრუნველსაყოფად და სხვა.

საქართველო აქტიურად თანამშრომლობს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციასთან.

2016 წლის 16 ივნისს, საქართველო მიუერთდა BEPS-ის ინკლუზიურ პლატფორმას, როგორც ასოცირებული წევრი, რომლის მიზანია, BEPS-ით გათვალისწინებული ღონისძიებების იმპლემენტაცია. ასევე, BEPS-ის პროექტის დაწყებისთანავე, საქართველო მონაწილეობს ფისკალურ საქმეთა კომიტეტსა და სხვადასხვა სამუშაო ჯგუფში, როგორიც არის - პირველი (საგადასახადო შეთანხმებები) და მე-6 (გარიგების შეფასება) სამუშაო ჯგუფები, აგრეთვე BEPS-ის პროექტის მე-15 ღონისძიების იმპლემენტაციაზე მომუშავე სპეციალურ სამუშაო ჯგუფი (ad hoc Group on Multinational Instrument).

აღსანიშნავია, რომ 2015 წლიდან საქართველოს საგადასახადო მიზნებისათვის გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის გლობალური ფორუმის ექსპერტთა ჯგუფის წევრია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42