"საკითხი არ დგას ისე, ექნება თუ არა საქართველოს ვიზალიბერალიზაცია, არამედ ერთადერთი შეკითხვაა, როდის?"
პოლიტიკა - 10:36, 01 Jul, 2016     1495
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა ქართველ კოლეგა, მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების საკითხზე ისაუბრა.
მისი თქმით, "საკითხი არ დგას ისე, ექნება თუ არა საქართველოს ვიზალიბერალიზაცია, არამედ ერთადერთი შეკითხვაა, როდის?"
მინისტრის თქმით, უვიზოდ მიმოსვლასთან დაკავშირებით, პროცესები უახლოესი კვირების დასრულდება.

” ვიცი, რომ საქართველოში უდიდესი მოლოდინია ვიზალიბერალიზაციის მიმართ. მინდა ცალსახად გითხრათ, რომ ამ ძალიან დიდ და ხანგრძლივ პროცესში საქართველომ უდიდესი ნაბიჯები გადადგა წინ. ვთქვი და კიდევ ერთხელ ვიმეორებ თბილისში, საკითხი არ დგას ისე, იქნება თუ არა ვიზალიბერალიზაცია, არამედ ერთადერთი საკითხია - როდის?”, - განაცხადა გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის ვარაუდით, საქართველოსთან ვიზალიბერალიზაცია სექტემბრის მეორე ნახევრიდან ამოქმედდება.

"ვფიქრობ, თვის ბოლოს, ივლისის ბოლოს პროცესი დასრულდება, მაგრამ ალბათ სექტემბრის განმავლობაში, უფრო მეორე ნახევარში მივალთ საბოლოო, ლოგიკურ შედეგამდე”, - განაცხადა შტაინმაიერმა"- აღნიშნა მან.

შტაინმაიერმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის წევრების სტუმრობა გერმანიაში მიუთითებს იმაზე, თუ რამდენად მჭიდროა ურთიერობა საქართველოსა და გერმანიას შორის.

შტაინმაიერის განცახდებით, საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში აქტიური რეფორმები განახორციელა.

„ფაქტი, რომ აქ ვარ, კიდევ ერთხელ მაძლევს შესაძლებლობას, ჩემი უდიდესი პატივისცემა გამოვხატო იმ აქტიურობისთვის, იმ რეფორმებისთვის, რომელიც შენმა ქვეყანამ, შენმა მთავრობამ განახორციელა უკანასკნელი წლების განმავლობაში,“ - განაცხადა შტაინმაიერმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42