კახა კახიშვილი სომხეთის პრემიერ-მინისტრს ჰოვიკ აბრაჰამიანს შეხვდა
პოლიტიკა - 10:23, 01 Jul, 2016     1076
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი, სომხეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ქვეყნის პრემიერ-მინისტრს ჰოვიკ აბრაჰამიანს შეხვდა.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის და სომხეთის პრემიერ-მინისტრის შეხვედრაზე, მხარეებმა საქართველოსა და სომხეთის მრავალწლიანი ურთიერთობები და ორი ქვეყნის თანამშრომლობის ასპექტები განიხილეს. ასევე, საუბარი შეეხო სამეზობლო პოლიტიკის საკითხებსა და როგორც საქართველოში, ასევე, სომხეთში ბოლო წლებში განხორციელებულ ცვლილებებს, როგორც მმართველობის სფეროში, ასევე, კონკრეტული დარგების მიხედვით.

კახა კახიშვილმა ჰოვიკ აბრაჰამიანს საქართველოში სასჯელაღსრულების პოლიტიკა, განხორციელებული რეფორმები და პატიმართა მიმართ სახელმწიფოს ზრუნვის სტრატეგია გააცნო. მინისტრის თქმით, საქართველოში ახალი ხელისუფლების პირობებეში, ამ კუთხით მიდგომა მთლიანად შეიცვალა და სახელმწიფოს პრიორიტეტი სასჯელის აღსრულების პროცესში, არა მსჯავრდებულთა მიმართ სადამსჯელო პოლიტიკა, არამედ პატიმართა რეაბილიტაცია-რესოციალიზაცია გახდა, რაც განმეორებითი დანაშაულის პრევენციას და მსჯავრდებულის საზოგადოებაში სრულფასოვან წევრად დაბრუნებას უწყობს ხელს. მან სომხეთის პრემიერთან პენიტენციისა და პრობაციის სფეროების მიმართულებით, საჭიროების შემთხვევაში, ქართული გამოცდილების გაზიარების კუთხით მზადყოფნა კიდევ ერთხელ დააფიქსირა.

კახა კახიშვილი, რომელიც ერევანში საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დელეგაციასთან ერთად იმყოფება, სომხეთის იუსტიციის მინისტრს არპინე ოვანისიანს და იუსტიციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის ხელმძღვანელს არტურ ოსიკიანსაც შეხვდა. მინისტრმა მათ საქართველოს პენიტენციურ სისტემაში განხორციელებული რეფორმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. სომხეთის მხარე პრობაციის სისტემის, ასევე, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის სტრუქტურითა და მუშაობით დაინტერესდა, ვინაიდან სომხეთში პენიტენციური ჯანდაცვის პერსონალი უშუალოდ პენიტენციურ დეპარტამენტს ექვემდებარება, ამავე დეპარტამენტის დაქვემდებარებაშია პრობაციის სფეროც. გარდა ამისა, მათ გამოცდილების გაზიარების სურვილი დააფიქსირეს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის მუშაობასთან დაკავშირებით.

საქართველოს პენიტენციურ და პრობაციის სისტემაში არსებული ვითარების ადგილზე შესწავლის და გაცნობის მიზნით, სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრმა სომხეთის იუსტიციის მინისტრი და პენიტენციური დეპარტამენტის ხელმძღვანელი საქართველოში მოიწვია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42